დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია

დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია30 ოქტომბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ გაიმართა .

საჭიროება- კვალიფიკაცია-დასაქმება , დუალური განათლება , კერძო სექტორის სარგებელი და სახელმწიფოს მხარდაჭერა- ეს ის თემებია რომლებზეც კონფერენციის ფარგლებში მსჯელობდნენ როგორც სახელმწიფოს ასევე კერძო , ბიზნეს და პროფესიული საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლები.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა , საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა , რეგიონალური განვთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ და განათლების ,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ გახსნეს.

კონფერენციაზე “ბიზნესისა და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობის“ სექტორში- პრაქტიკული გამოცდილებისა და წარმატებული მაგალითების გაზიარების მიზნით მიწვეულნი იყვნენ სასაზოგადოებრივი კოლეჯი სპექტრის დირექტორი მათე ტაკიძე და კოლეჯის პარტნიორი დუალურ საგანმანათლებლო პროგრამაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“(GWP) -ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის უფროსი რუსუდან სანიკიძე.

კონფერენციის დასასრულს ორგანიზატორებმა შეხვედრა შეაჯამეს და დუალური პროფესიული განათლების განვითარების პროცესში ურთიერთთანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

რა არის დუალური განათლება?

„დუალური განათლება პროფესიული განათლების ერთ-ერთი მოდელია,რომელიც სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობ. ანუ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად , სტუდენტი იძენს პრაქტიკულ გამოცდილებას კერძო სექტორში დასაქმების გზით.“ მსოფლიოში დუალური განათლების მიღების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით წამყვან პოზიციას გერმანია და შვეიცარია იკავებს.

კერძო სექტორის სარგებელი;

„ბიზნესი უზრუნველყოფს ინსტრუქტორების ჩართულობას და სტუდენტის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას.“ დუალური საგანმანათლებლო პროცესის შედეგად კომპანია იძენს მისთვის სასურველ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრს .

სტუდენტის სარგებელი

თეორიული სწავლის პარალელურად სტუდენტი დასაქმებულია და იღებს შესაბამის ანაზღაურებას. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დასრულების შემდეგ სტუდენტს აქვს თეორიული ცოდნა , პრაქტიკული გამოცდილება , პროფესიული უნარჩვევები და დასაქმების რეალური პერსპექტივა.
საწარმოს ინსტრუქტორი
საწარმოს ინსტრუქტორის მეთვალყურეობით სტუდენტი იღებს პრაქტიკულ გამოცდილებას და ჩართულია საწარმო საქმიანობაში. საწარმოს ინსტრუქტორს გააჩნია შესაბამისი უნარ-ჩვევები.

საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის როლი

საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის მიერ შეიქმნილი დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო გარანტია, სახელმწიფოს ,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ,კერძო სექტორსა და სტუდენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციის .

სახელმწიფოს მხარდაჭერა

სახელმწიფოს მხარდაჭერა და ინიციატივა საქართველოში დუალური პროფესიული განათლების დანერგვის საკითხში უახლოეს მომავალში შესაძლებელს გახდის საკადრო რესურსმა უპასუხოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ქვეყანაში გაზარდოს დასაქმების სტატისტიკური მაჩვენებელი .

საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი"

საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი " აქტიურადაა ჩართული დუალური პროფესიული განათლების განვითარების პროცესში . კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობები, პარტნიორთა , პედაგოგთა მაღალი კომპეტენციები და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა კარგ საფუძველს ქმნის საერთო წარმატებისთვის.

მიიღე პროფესიული განათლება , დასაქმდი და გახდი წარმატებული- კოლეჯი "სპექტრი" „ცოდნა პრაქტიკაშია“- #დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო

 

 

JoomShaper