სტუმრად მე-200 საჯარო სკოლა-პანსიონში

მემორანდუმიდღეს , 20 სექტემბერს, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის “ წარმომადგენლები სპეციალური საგანმანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მე-200 საჯარო სკოლა-პანსიონს სტუმრობდნენ.

შეხვედრაზე საუბარი პროფესიული საგანმანათლებლო მიმართულებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმებს შეეხო.

საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ მე-200 სკოლის დირექტორს მარინა უჯმაჯურიძეს, დირექციას, პედაგოგებს და მოსწავლეებს კოლეჯში არსებული მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების შესაძლებლობები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის სრულად ადაბტირებული სასწავლო პროგრამები და ინფრა სტრუქტურა გააცნო.

პროფესიული განათლების მიღების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე,ღონისძიების დასასრულს გადაწყდა, რომ აღნიშნული სკოლის მოსწავლეები, მშობელები და პედაგოგოგები ადგილზე გაეცნობიან და შეარჩევენ მათთვის საინტერესო სამომავალო პროფესიებს რისთვისაც საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ უახლოეს დღეებში ესტუმრებიან .

JoomShaper