შეხვედრა

შეხვედრა

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ა.წ. 5 სექტემბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის რესპუბლიკის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები სტუმრობდნენ .

საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძე კოლეჯის თანამშრომლებთან ერთად ოლდენბურგის ვეხლოის პროფესიული კოლეჯის დირექტორს ბ-ნ ოლივერ პუნდტს , ქალაქ დელმენჰორსტის „პროფესიული განათლების სკოლა II“-ის დირექტორს ულრიჰ დროსტს , პედაგოგ ტატიანა ლაბოჰომს და განათლების სამინისტროს წარმომადგენელს ანი ბეჟანიშვილს შეხვდა.

შეხვედაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიაში პროფესიული- საგანმანათლებლო ზოგადი პროცესები, ტენდენციები და მნიშვნელოვანი პროექტები , ასევე პრაქტიკული გამოცდილების მაგალითებზე იმსჯელეს მენეჯმენტის როლზე პროფესიული განათლების განვითარებაში , სწავლების ხარისხზე და პრაქტიკულ შედეგებზე.

სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ ბრენდირებული ლაბორატორიების მუშაობის პრინციპებს და მიიღეს მაქსიმალური ინფორმაცია „სპექტრში“ მიმდინარე სასწავლო პროცესების შესახებ.

აღსანიაშნავია, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო დუალური განათლების პროცესის განვითარებას, ამ მხრივ გამოცდილების გაზიარებას ურთიერთანამშრომლობის რეალურ პერსპექტივაში და სტუდენტთა გაცვლით პროგრაგრამებს .

კომენტარები:

* ოლდენბურგის ვეხლოის პროფესიული კოლეჯის დირექტორი ოლივერ პუნდტი:

„მე წარმოვადგენ ოლდენბურგის რეგიონალური მნიშვნელობის პროფესიული განათლების სკოლას, რომელიც წელიწდში ამზადებს 3400 სტუდენტს, ახორციელებს 24 პროფესიულ პროგრამას და ჩვენ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამებით 11 ევროპულ ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ . მოხარული ვარ კოლეჯში სტუმრობით მე აქ ვნახე პროფესიული განათლების განვითარებისთვის საჭირო გარემო“

*დელმენჰორსტის „პროფესიული განათლების სკოლა II“-ის დირექტორი ულრიჰ დროსტი:

ჩვენ ვართ პროფესიული განათლების ცენტრი პროფესიული და საგანმანათლებლო პროგრამების ყოვლისმომცველი სპექტრით.

ჩვენი საქმიანობის ცენტრში არიან სტუდენტები, რომელთაც ვთავაზობთ ვთავაზობთ მომავალზე ორიენტირებულ სასწავლო მიზნებს.რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების მუდმივი განვითარების პროცესში საჭიროა უწყვეტი სწავლება.

კოლეჯი „სპექტრის“ გაცნობით შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ,თქვენ აირჩიეთ რთული მაგრამ განვითარების სწორი გზა და ეს საყურადღებოა.

* ტატიანა ლაბოჰომი:

მე მიყვარს საქართველო და ვფიქრობ, რომ ჩვენ სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ ქვეყანაში ჩამოსვლა. მოხარული ვარ თქვენთან სტუმრობით

* საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძე :

საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ და ჩვენი გუნდი მზადაა მიიღოს ყველა ის პროფესიული გამოწვევა რომელიც ხელს შეუწყობს კოლეჯის და ზოგადად პროფესიული განათლების განვითარებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ურთიერთობა როგორც სახელმწიფო- საგანამანათლებლო ასევე საერთაშორისო და კერძო სექტორში ,რადგან ვფიქრობ ერთობლივი მუშაობა ხარისხის მენეჯმეტის კონტექსტში დადებით შედეგებს მოგვცემს .

მოხარული ვარ ,რომ აქ მყოფთათვის საერთო ღირებულება არა მარტო სტუდენტის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა არამედ პიროვნული განვითარების ხელშეწყობაცაა. მადლობა სტუმრობისთვის .

www.bbs-wechloy.de/

www.bbs2leer.de

JoomShaper