საწარმოო პრაქტიკა

gamocdebis cxriliსაწარმოო პრაქტიკის ფარგლებში, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“-ს სტუდენტების სასწავლო -შემეცნებით ტურს, კომპანიაში ლუდსახარში "ნატახტარი” უმასპინძლეს.

 

კოლეჯის სტუდენტებმა „გარემოს დაცვის ტექნიკოსი“ -ის სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით, წყლების გამწმენდი ნაგებობა დაათვალიერეს. კომპანიის თანამშრომლებმა გააცნეს ავტომატური ხელსაწყოების მუშაობის პრინციპი, ბიოლოგიური გაწმენდის ტექნოლოგია და ბიოლამის მუშაობის სპეციფიკა.

პროგრამა „სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი“-ს პროფესიული სტუდენტები მცირეალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების წარმოების ტექნოლოგიას და ტექნოლოგიურ ხაზებზე კრიტიკულ საკონტროლო წერტილებს გაეცვნენ. დაათვალიერეს საწარმოს ლაბორატორია, აპარატურა დააკვირდნენ ხარისხობრივ მაჩვენებლებზე კონტროლის ანალიზებს.

პროფესიული განათლების განვითარების პროცესში თანადგომისათვის მადლობას ვუხდით კომპანიას ლუდსახარში "ნატახტარი"

JoomShaper