ტრენინგი ''პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის''

gamocdebis cxriliათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიული განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესება საინჟინრო სფეროს პროფესიებზე საქართველოში“ ფარგლებში, 2017 წლის 18-19 სექტემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ იმართება მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის მესამე ეტაპი ელექტრიკოსის, შემდუღებლის, კონდიცირების სისტემის სპეცილისტისა და წყალანირების სისტემის სპეციალისტის პროგრამების სწავლების და შეფასების მეთოდებთან დაკავშირებით.

 

ტრეინინგს უძღვებიან პროექტის საერთაშორისო პარტნიორის „Pearson”-ის ექსპერტები: მარკ შენტონი და საიმონ კლარკი.

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს საგრანტო პროგრამას, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.

ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ

იხილეთ ალბომი

JoomShaper