სტუდენტთა სტაჟირება ქ. თბილისის გამგეობებში

gamocdebis cxriliსაზოგადოებრივი კოლეჯი ”სპექტრი” გამუდმებით ზრუნავს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე, სტუდენტების განათლებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე და არასოდეს ისვენებს. ჩვენი - ”ოფისის მენეჯმენტის” სტუდენტები წარმატებით ართმევენ თავს ქ. თბილისის გამგეობებში და სიამოვნებით ეხმარებიან მოქალაქეებს.

 

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა გამგეობებსა და მუნიციპალიტეტებში კოლეჯის „სპექტრი“ პროფესიული პროგრამის „ოფისის მენეჯერი“ (მდივან-რეფერენტი) სტუდენტები, საწარმოო პრაქტიკას უკვე მეოთხე წელია გადიან, ხოლო 2016 წლის მარტიდან, ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიასა და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორს მათე ტაკიძეს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობასა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებში, ასევე, რაიონების გამგეობებში კოლეჯის სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას, ამასთან, მხარეები ერთობლივად უზრუნველყოფენ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სიახლეების დანერგვასა და კადრების გადამზადებას.

„ვაპირებთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ პროფესიულ კოლეჯთან, ვინაიდან, ძალიან საინტერესო ლაბორატორიები აქვთ, ასევე, საკმაოდ საინტერესო ლიტერატურა და გამოცდილება აქვთ იმისათვის, რომ მოვამზადოთ ჩვენს სისტემაში დასაქმებული კადრები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და განხორციელების თვალსაზრისით. ისევე, როგორც აქტიურად ემზადებიან აქ კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა ტენდერებში მონაწილეობენ, შემდეგ ტენდერების შესაბამისად, ასრულებენ სამუშაოებს მუნიციპალიტეტისთვის, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ვიყოთ უკეთ მომზადებულები და კერძო სექტორიც, რათა უფრო ხარისხიანად გამოგვივიდეს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება,“ - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე.

საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი სასწავლებელია, რომელიც „ოფისის მენეჯმენტის“ გარდა სხვა სპეციალობებსაც ახორციელებს, მათ შორის სტუდენტეებს სამშენებლო, ენერგეტიკული, საავტომობილო, სურსათის უვნებლობის, ბიზნესის ადმინისტრირების, სახელოვნებო და სხვა მიმართულებით ამზადებს და სწავლა უფასოდ არის შესაძლებელი.

სტუდენტთა სტაჟირება/დასაქმების კუთხით კოლეჯის პარტნიორები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები.

მემორანდუმი ქალაქ თბილისის მერიასთან

JoomShaper