ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"

ინტელექტუალური თამაში ''რა? სად? როდის?''საზოგადოებრივ კოლეჯში "სპექტრი" უკვე მეორედ გაიმართა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?", მონაწილეობა რვა გუნდმა მიიღო, გუნდები დაკომპლექტებული იყო კოლეჯში არსებული ყველა პროგრამის სტუდენტებისაგან.

გამარჯვებული გუნდი გახდა "კატერპილარი", რომელებიც პოგრამის „მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი“ სტუდენტები არიან, - დავითი ბუზალაძე, თორნიკე ხუჯაძე, ბესო აბესაძე, უჩა ზექალაშვილი, მინდია ჩადუნელი, გოგი მაჭარაშვილი.

გამარჯვებული გუნდის მოაზროვნეებს გადაეცათ სიგელები, ქართველი მწერლის წიგნები და რაც მთავარია „ბუ“, რომელიც კოლეჯის სტუდენტის არჩილ გობეჯიშვილის იდეა და ნამუშევარი გახლავთ.

ღონისძიებას უძღვებოდნენ სტუდენტთა სერვისის კოორდინატორი ნათია ლუკავა და წამყავნები, პროფესიული სტუდენტები: არჩილ გობეჯიშვილი და ნათელა ნათელაშვილი.

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper