თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო

თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამოსაზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ გაიმართა ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პოეტის თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ კოლეჯის სტუდენტები, მათ შორის სსსმ/შშმ პირები, რომლებმაც წაიკითხეს პოეტის რამდენიმე ცნობილი ლექსი.

თინათინ მღვდლიაშვილი არის - ქართველი საზოგადო მოღვაწე, პოეტი, პროზაიკოსი, მხატვარი, ხატთა შემამკობელი. დაახლოებით 20 პოეტური კრებულის ავტორია, მათ შორის: „და შინდისფერი ვწერე ლექსები“, „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო“, „ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები“, „მთელი თბილისი ციხეშია, ანუ საკანი №7“ და სხვა.

თინათინის ლექსებზე შექმნილია საქვეყნოდ ცნობილი სიმღერები: „ხმალი ავლესოთ ქართველებო“, „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო“, „ქართველები შეარიგე, მერაბ“ და მრავალი სხვა.

მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, ჩეჩნურ, რუსულ, გერმანულ ენებზე.

თინათინის მიერ შემკობილი ხატები დაბრძანებულია საქართველოს უბრწყინვალეს ეკლესია-მონასტრებში. ღმერთის სიტყვის ქადაგებისათვის, ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისათვის, პატრიოტიზმისათვის პოეტი წმინდა ნინოს ჯვრით დააჯილდოვეს.

2014 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია მიენიჭა.

2014 წლის 28 დეკემბერს წმინდა ილია მართლის სახელობის პრებია „ივერია“ - მიაკუთვნეს ნომინაციაში „პოეზიის დედოფალი“.

2015 წლის 7 აპრილს, „ხარებას“, პოეტის დაბადების დღეს, „გალაქტიონის“ პრემიით დააჯილდოვეს.

2015 წელს სამცხე-ჯავახეთისადმი მიძღვნილი ლექსებისათვის დააჯილდოვეს სპეციალური პრემიით ვარძიაში.

კოლეჯი აქტიურად მართავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის ხელოვნების მიმართულებით, რომლის მიზანია სტუდენტების აქტიური ჩართულობა.

ღონისძიების ორგანიზატორია სტუდენტთა სერვისის კოორდინატორი ნათია ლუკავა.

თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო

თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო

თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო

თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper