სტიქიით დაზარალებული მოზარდების ვიზიტი კაჭრეთის "GOLF CLUB AMBASADOR"-ში

სტიქიით დაზარალებული მოზარდების ვიზიტი კაჭრეთის ქალაქ თბილისის მერიისა და საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ ორგანიზებით და კაჭრეთის “GOLF СLUB AMBASADORI”-ის მფლობელების მხარდაჭერით კაჭრეთის გოლფ კლუბში, “ჯანსაღი ცხოვრება გოლფთან ერთად” პროექტის ფარგლებში კლუბმა უმასპინძლა სტიქიით დაზარალებულ, სკოლის ასაკის მოზარდებს დასვენებისა და გართობისათვის.

კლუბის მოწვეულმა მრწვრთნელმა ამერიკიდან, მოზარდებს მეცადინეობა ჩაუტარა და გააცნო სპორტის ისტორია, ბავშვები დაეუფლნენ გოლფის უნარ-ჩვევებს, მათ საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ აუზით და სხვადასხვა სათამაშო მოედნებით.

„ჯანსაღი ცხოვრების წესი გოლფთან ერთად, პროექტი გაგრძელდება და მოიცავს როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და საციალურად დაუცველი ოჯახების მოზარდებს, აქცია იქნება პერმანენტული, რაც საშუალებას აძლევს პატარებს ჩაერთონ ჯანსაღი ცხოვრების წესში”, - აღნიშნა საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ.

„ჩევნ მოხარულები ვართ ამ პროექტის განხორციელებით, რომლის მიზანიცაა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და გოლფის პოპულარიზაცია, ჩვენ მზად ვართ ამ პროექტის გაგრძელებისათვის ენერგია და რესურსები არ დავიშუროთ“, - განაცხადა ამბასადორის მფლობელმა თორნიკე ქებურიამ.

„მოგეხსენებათ გოლფი არის უკვე ოლიმპიური სახეობა, ამის გარდა იგი არის ერთ-ერთი პრესტიჟული და უძველესი სპორტის სახეობა. ჩვენი იდეა იყო, რომ საქართველოშიც ყოფილიყო გოლფის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოედანი და ჩვენ ეს შევძელით. სურვილი გვაქვს იყოს რაც შეიძლება მეტი მოთამაშე ამ სპორტით დაინტერესებული პირი და მსურველებმა მიიღონ მონაწილეობა ღონისძიებებსა და შეჯიბრებებში. ყველას, ვინც დაინტერესებულია სპორტის ამ სახეობით, ვეპატიჟებით ჩვენს მოედანზე, რათა მოსინჯოს თავისი ძალები, - განაცხადა საქართველოს გოლფის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ჯონი თაყნიაშვილმა

მადლობა “GOLF СLUB AMBASADORI” მესვეურებს სოციალური პროექტების განხორციელებისათვის, მხარდაჭერისა და ორგანიზებისათვის.

სტიქიით დაზარალებული მოზარდების ვიზიტი კაჭრეთის

მთვლელი

ძებნა

JoomShaper