შემდუღებელი

დაეუფლე ყველა ტიპის შედუღების მეთოდებს

იხილე ვრცლად

კალატოზი

ისწავლე მშენებლობა და აიშენე საკუთარი სახლი საკუთარი გემოვნებით

იხილე ვრცლად

დურგალი

დაეუფლე სადურგლო საქმიანობას და შექმენი ორიგინალური ნაკეთობები

იხილე ვრცლად

მძიმე ტექნიკის ოპერატორი

დაეუფლე მძიმე ტექნიკის მართვას და გახდი პროფესიონალი

იხილე ვრცლად

ელექტრიკოსი

დაეუფლე ელექტრიკოსის სპეციალობას...

ელექტრონული და ციფრული დიაგნოსტიკა

ელექტრონული და ციფრული ტექნიკის სპეციალისტი დღეისათვის საკმაოდ მოთხოვნადი სპეციალობაა

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ!

იხილე ვრცლად


ბიზნესთან თანამშრომლობა

კერძო სექტორის ჩართულობა

 

სასწავლებელში ეწყობა ბიზნეს ფორუმი, რომელსაც ესწრებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ადგილზე ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები.

კოლეჯი თანამშრომლობს სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის მიერ დაარსებულ კოლეჯებთან, სასწავლო გეგმებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს დასაქმების ასოციაციასთან; მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო სექტორი, დამსაქმებელთა ფორმალური და არაფორმალური გაერთიანებები.

2007 წლიდან უცხოელი პარტნიორების, კერძოდ, აშშს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამონაწილეობით, სასწავლებელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და დაინერგა ახალი სასწავლო პროგრამები ინჟინერიის მიმართულებით.

2012 წლიდან დღემდე „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) აქტიური მხარდაჭერით, შპს „კაპაროლ ჯორჯიას“, კ/ს „კნაუფ გიპს თბილისის“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტის“ ჩართულობით კოლეჯმა შეიმუშავა ერთობლივი პროფესიული პროგრამები, სტანდარტები და სილაბუსები. მათივე მხარდაჭერით განხორციელდა პროფესიული პედაგოგების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები, გარემონტდა და აღიჭურვა სასწავლო ლაბორატორიები, შეიქმნა სახელმძღვანელოები (ელექტრიკოსის, შემდუღებლის, თაბაშირმუყაოს, მებათქაშის და მღებავის პროგრამებისთვის).

კოლეჯი 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან ინკლუზიური სწავლების დანერგვისა და განხორციელების მიმართულებით. შექმნილია ადაპტირებული გარემო და მიმდინარეობს ინკლუზიური განათლება.

ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის, პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, კოლეჯსა და კომპანია ”ჯეოტურანს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია შრომის ბაზრის უზრუნველყოფა კვალიფიციური/პროფესიონალი კადრებით;

მემორანდუმის ფარგლებში კოლეჯ “სპექტრის” და “ჯეოტურანის“ ორგანიზებით განხორციელდა პროექტი “ევრომასტერი”, რომლის ფარგლებში გადამზადდნენ კოლეჯის პედაგოგები, პროექტი, გულისხმობდა კოლეჯის კურსდამთავრებულთა გადამზადებას და მათ დასაქმებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტელე გადაცემა - „ევრომასტერი“.

სიახლეები

ჩვენ ვიმყოფებით

დაგვიმეგობრდით

JoomShaper