ვაკანსია: პროგრამის „სამღებრო სამუშაოების მწარმოებელი“ მასწავლებელი

ნანახია: 1453 -ჯერ

 

ს.ს.ი.პ. კოლეჯ „სპექტრში“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სამღებრო სამუშაოების მწარმოებელი“, მისანიჭებელი კვალიფიკაცია - „საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კედლის დაფარვის სამუშაოებში“ (კოდი - 0732) პროფესიულ/დარგობრივი მოდულების მასწავლებელი.

პროფესიული განათლების მასწავლებელი ანგარიშვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან. მისი პასუხისმგებლობა, მოვალეობები და ამოცანები განისაზღვრება სსიპ კოლეჯ „სპექტრის“ შინაგანაწესით, სამუშაო აღწერილობით, ხელშეკრულებითა და დაწესებულების სხვა მარეგულირებელი აქტებით.

 

სამუშაო პირობები

სარგო:  საათობრივი ანაზღაურება - 18 ლარი (დარიცხული)

 

დაწესებულება და სამსახურის ადგილმდებარეობა: ს.ს.ი.პ. კოლეჯი „სპექტრი“, მისამართი: ქ. თბილისი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქ. #10;

 

სამუშაოს დაწყება: კონკურსში გამარჯვებული მუშაობას დაიწყებს 2023 წლის 3 აპრილიდან

სასურველი კვალიფიკაცია (სფერო/დარგი/სპეციალობა): ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი:  მაგისტრი

სასურველი სამუშაო გამოცდილება: ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება

სასურველი უცხო ენა:  ინგლისური

 

მინიმალური მოთხოვნა: უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების V საფეხური ან შესაბამისი პროფესიით მუშაობის სამწლიანი გამოცდილება

 

მინიმალური კომპეტენცია:  ,,საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“

 

-         ამ სფეროში მუშაობის უმეტესი გამოცდილება

-         მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება

-         უპირატესი საგანმანათლებლო ხარისხი

-         ავტობიოგრაფია cv

-         ფერადი სურათი 3X4

-         განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

-         პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

-         სამუშაო გამოცდილების დამადსტურებელი შესაბამისი დოკუმენტი

 

 

CV გამოგზავნეთ: ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

240 16 87 გისურვებთ წარმატებას!