სსიპ კოლეჯი „სპექტრი" დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის 2021 წლის 14 ივნისიდან იწყებს პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელებას.

ნანახია: 2061 -ჯერ

პროფესიული განათლება პანდემიის პირობებში„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის" მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებითა და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე (16 წლიდან) საქართველოს მოქალაქეები (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული მოსწავლეებისა), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოში და თანახმა არიან გაიარონ პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება ან/და სტაჟირება.

პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა. პროფესიული კურსების სწავლებაში ჩართულ ბენეფიციარზე სააგენტო გასცემს ვაუჩერს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, მათი მოკლევადიან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გათვალისწინებულია დამატებითი ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ჟესტური ენის თარჯიმანი).

სხვა თანაბარ პირობებში არსებობისას, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს: შშმ პირები, დევნილები, სოციალურად დაუცველები, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი პირები და სხვა.

პროფესიული მომზადების პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა მიმართონ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს 7-11 ივნისის ჩათვლით.

დასაქმების სააგენტოს ქ. თბილისის და რეგიონული სერვის ცენტრების მისამართები:

გლდანი-ნაძალადევი - სარაჯიშვილის 1, დიდუბე-ჩუღურეთი - აღმაშენებლის გამზ. 140ა, ძველი თბილისი - კოსტავას 47/57, ვაკე-საბურთალო - მიცკევიჩის 23, ისანი-სამგორი - აღნიშნული სერვის ცენტრის თანამშრომელი დროებით განთავსებულია სააგენტოს ცენტრალურ ოფისში მისამართზე - მიხეილ ასათიანის ქ. 9.

პროფესიული მომზადების პროგრამა ხანგრძლივობა
ციფრული ელექტრონიკის ტექნიკოსი 12 კვირა
ხის დამუშავების სპეციალისტი (დურგალი) 13 კვირა
კონდიცირებისა და გაცივების სისტემების ტექნიკოსი 6 კვირა
შემდუღებელი (ელექტრორკალური) 6 კვირა
ლამინირებული ავეჯის დამზადება 6 კვირა