„სპექტრში“ სასწავლო პროცესი 19 ოქტომბერს განახლდება

ნანახია: 1973 -ჯერ

„სპექტრში“ სასწავლო პროცესი 19 ოქტომბერს განახლდება ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით,19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი კოლეჯში „სპექტრი“ ეტაპობრივად განახლდება.


სასწავლო პროცესის განახლების თარიღები
19 ოქტომბერი : 2019 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღება
                                სახელმწიფო მოკლევადიანი პროგრამები
(პროგრამების და ჯგუფების  ჩამონათვალი იხ. ბმულზე)
      ქ.თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“  (მოკლევადიანი ჯგუფები)

7 დეკემბერი :  2020 წლის საშემოდგომო მიღების ჯგუფები
ძვირფასო სტუდენტებო , გთხოვთ გაითვალისწინოთ ეპიდემიური სიტუაციით გამოწვეული რეგულაციები და დაიცვათ წესები.
კოლეჯი „სპექტრი“  გისურვებთ ჯანმრთელობას და პროფესიულ წარმატებას.