კოლეჯ ‘’სპექტრს’’ გიგი უგულავა ესტუმრა

ნანახია: 2109 -ჯერ

”სპექტრის” საჩუქარი # 131 საჯარო სკოლის, პირველი კლასის  მოსწავლეებსკოლეჯს ქ. თბილისის მერი, გიგი უგულავა ესტუმრა, რომელიც კოლეჯის დირექტორთან, მათე ტაკიძესთან ერთად გაესაუბრა სტუდენტებს სამომავლო გეგმებზე. დაესწრო პრაქტიკულ მეცადინეობას და შეხვდა დასაქმების მსურველებს...

თბილისის მერია მოქალაქეთა დასაქმების მიზნით, მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ნებისმიერ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, სახლთან ახლოს მდებარე, რაიონულ მუნიციპალიტეტში არსებულ დასაქმების მსურველთა ბაზაში დარეგისტრირდეს. მერია თანამშრომლობს კერძო სექტორთან, შესაბამისად ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას ვაკანსიების შესახებ და ბაზაში დარეგისტრირებულ პირებს მუშაობის დაწყებაში ეხმარება. თბილისის მერიის ინიციატივით, ასევე მიმდინარეობს დასაქმების ბაზაში დარეგისტრირებულ პირთა პროფესიული გადამზადება. ერთ-ერთი სასწვალებელი, სადაც დასაქმების მსურველები კვალიფიკაციას იმაღლებენ კოლეჯი „სპექტრია“.

”სპექტრის” საჩუქარი # 131 საჯარო სკოლის, პირველი კლასის  მოსწავლეებს

”სპექტრის” საჩუქარი # 131 საჯარო სკოლის, პირველი კლასის  მოსწავლეებს

„სპექტრი“ მრავალპროფილიანი პროფესიული სასწავლებელია, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. სასწავლებელში ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გადამზადების ინტენსიური კურსი გაიაროს, გახდეს კონკურენტუნარიანი და წარმატებით დასაქმდეს. თბილისის მერიის პროგრამით, ამჟამად აღნიშნულ პროფ. სასწავლებელში მებათქაშისა და კალატოზის პროფესიას 42 ადამიანი ეუფლება. გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, თითოეული მათგანი შესაბამის პოზიციაზე დასაქმდება.

”სპექტრის” საჩუქარი # 131 საჯარო სკოლის, პირველი კლასის  მოსწავლეებს

”სპექტრის” საჩუქარი # 131 საჯარო სკოლის, პირველი კლასის  მოსწავლეებს