კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონია კოლეჯ „სპექტრში“

ნანახია: 1979 -ჯერ

gamocdebis cxriliკურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონია კოლეჯ „სპექტრში“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში, კოლეჯში გადამზადება 50 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. ჯარისკაცებმა პროფილისა და საქმიანობის მიხედვით, ელექტრიკოსის, შემდუღებლის, სავალი ნაწილის ტექნიკოსისა და ძრავის შემკეთებლის კურსი გაიარეს.

მათ კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და საზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელმა, მათე ტაკიძემ გადასცეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ კოლეჯის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცებს მიღებული ცოდნა როგორც შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პერიოდში, ასევე, სამოქალაქო ცხოვრებაში გამოადგებათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პროფესიულ კოლეჯებს, „სპექტრსა“ და „გლდანის პროფესიული მომზადების“ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა. პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო მოსამსახურეების მომზადება ფინანსური რესურსის დაზოგვასა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას უწყობს ხელს. თავდაცვის უწყება პროფესიულ სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

იხილეთ ფოტოალბომი

იხილეთ ვიდეო

მოკლევადიანი ტრენინგ-კურსი „ელექტროობაში“ (ვიდეო)

მოკლევადიანი ტრენინგ-კურსი საავტომობილო მიმართულებებში (ვიდეო)

მოკლევადიანი ტრენინგ-კურსი „შედუღებაში“ (ვიდეო)