სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ პირველად საფეხურზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის 2016 წლის საშემოდგომო რეგისტრაცია იწარმოებს 3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ, როგორც კოლეჯში „სპექტრი“, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრებში
- პრეტესტი ჩატარდება 29 ოქტომბერს
- მისაღები გამოცდა ჩატარდება 30 ოქტომბერს
- ტესტირების პასუხი გამოქვეყნდება 8 ნოემბერს
- სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრა 21 ნოემბერს
ტესტირების დრო და მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.
საბუთების შემოტანა შეგიძლიათ ყოველდღე 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბაზო/საშუალო ან დიპლომის ასლი;
- 2 სურათი (3x4);
- რეგისტრაციის ფურცელი. (შეგიძლიათ შეავსოთ კოლეჯში, ასევე შეგიძლიათ ამობეჭდოთ):
რეგისტრაციის მსურველებმა იხილეთ პროგრამები. (შესაძლებელია მოხდეს ცვლილება ჩამონათვალში):
- ყველა პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით (უფასოდ).
| დარგი | პროგრამის დასახელება | სწავლის ხანგრძლივობა | ტესტები, რომელიც უნდა ჩააბაროს აღნიშნულ პროგრამაზე აპლიკანტმა | |
|---|---|---|---|---|
| ბიზნესის ადმინისტრირება | ბუღალტერი | 6 თვე | საკანცელარიო უნარების ტესტი | ტესტი მათემატიკაში |
| ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი) | 8 თვე | |||
| კომპიუტერინგი/ ინფორმატიკა | კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი | 7 თვე | საბაზო აკადემიური უნარების ტესტი | ტესტი უცხო ენაში (არჩევით) |
| ინტერნეტტექნოლოგი | 8 თვე | |||
| ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია | ელექტრიკოსი | 8 თვე | მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი | ტესტი მათემატიკაში |
| ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი | 8 თვე | |||
| მშენებლობა | შემდუღებელი | 7 თვე | ||
| კალატოზი | 4 თვე | |||
| მეფილე-მომპირკეთებელი | 5 თვე | |||
| მებათქაშე | 4 თვე | |||
| მღებავი | 6 თვე | |||
| ★ ზეინკალ-სანტექნიკოსი (მოდულური) | 13 თვე | |||
| თაბაშირმუყაოს სპეციალისტი | 6 თვე | |||
| საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი | 8 თვე | |||
| ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე | 6 თვე | |||
| სატრანსპორტო | სავალი ნაწილის ტექნიკოსი | 8 თვე | ||
| ძრავის შემკეთებელი | 8 თვე | |||
| ავტომობილის ზეინკალი | 8 თვე | |||
| მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) | 8 თვე | |||
| სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია | დურგალი | 8 თვე | ||
| გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება | სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი (III საფეხური) | 7 თვე | ||
| სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი (IV საფეხური) | 8 თვე | საკითხები მესამე საფეხურზე გავლილი მასალიდან | ||
| სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი (V საფეხური) | 8 თვე | საკითხები მეოთხე საფეხურზე გავლილი მასალიდან | ||
| გარემოს დაცვის ტექნიკოსი (III საფეხური) | 8 თვე | მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი | ტესტი მათემატიკაში | |
| გარემოს დაცვის ტექნიკოსი (IV საფეხური) | 8 თვე | საკითხები მესამე საფეხურზე გავლილი მასალიდან | ||
| გარემოს დაცვის ტექნიკოსი (V საფეხური) | 8 თვე | საკითხები მეოთხე საფეხურზე გავლილი მასალიდან | ||
| მეცნიერება/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი | ტოპოგრაფი | 8 თვე | მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი | ტესტი მათემატიკაში |
| ხელოვნება/დიზაინი | ხის მხატრული დამუშავების სპეციალისტი | 8 თვე | სივრცითი უნარების ტესტი | ტესტი ხელოვნებაში |
| სახვითი ხელოვნება | მძერწავი | 6 თვე | ||
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ:
პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტისგან. პროფესიული ტესტის თითოეულ ნაწილში, მიუხედავად დავალებების რაოდენობისა (მაგ.: პროფესიული უნარების ტესტში საკანცელარიო უნარები დავალებების რაოდენობა არის 40, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება პროფესიული უნარების ტესტის ნაწილი არის 50; საგნის ტესტში - მაგ: მათემატიკაში დავალებების რაოდენობა არის 35, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება ტესტის ეს ნაწილი არის 50 და ა. შ) განსაზღვრულია მაქსიმალური ქულა - 50. პროფესიული ტესტის ორივე ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 100.
პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები:
• საკანცელარიო უნარების ტესტი.
• საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;
• მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტი;
• სივრცითი და გამოყენებითი ხელოვნება;
კოლეჯთან მიმავალი მარშრუტები:
ავტობუსი:
- №2 --- რ/ც სადგური - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მ-ნი - ვარაზის ხევი - მელიქიშვილის გამზირი - რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მ-ნი - პუშკინის ქ. - ბარათაშვილის აღმართი - ქეთევან დედოფლის გამზირი - მ/ს ,,სამგორი" - მოსკოვის გამზირი - ქინძმარაულის ქ. - გუმათჰესის ქ. - ჭიჭინაძის ქ. - ენუქიძის ქ.
სამარშრუტო:
- №156 - ვარკეთილის მეტროდან;
- №5 - სამგორის მეტროდან;
- №169 - მეტრო დიდუბიდან;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
245 63 63 (123); 240 16 87 ან მოგვწერეთ ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.
სიახლეების მისაღებად მოიწონეთ გვერდი:www.facebook.com/spectri .
გისურვებთ წარმატებას!