მემორანდუმი გაფორმდა სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის

gamocdebis cxriliმემორანდუმი გაფორმდა სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის, რომლის მიზანია საქართველოში სამშენებლო საქმესთან დაკავშირებულ პროფესიებში პროფესიული განათლების გაუმჯობესება, სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლება, რათა უკეთესად დაიფაროს საწარმოების მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე, მშენებლობაში ხარისხის გაუმჯობესებისა და ენერგიის ეფექტური გამოყენების თვალსაზრისით და გაიზარდოს დასაქმების შესაძლებლობა.

 

მემორანდუმის მეშვეობით სამაგალითოდ უნდა იქნას ნაჩვენები პროფესიულ კოლეჯსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მოდელი, რომლის გამეორებაც შესაძლებელი გახდება სხვა სასწავლო პროგრამებსა და სხვა პროფესიულ კოლეჯებში.

იხილეთ ფოტოალბომი

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper