პროფესიული სტუდენტის ლანა პატარაიას პოეზიის საღამო

პროფესიული სტუდენტის ლანა პატარაიას პოეზიის საღამოგაიმართა საზოგადოებრივი კოლეჯის "სპექტრი" პროგრამის "სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი"-ს მეოთხე საფეხურის პროფესიული სტუდენტის ლანა პატარაიას პოეზიის საღამო.

ლანა პატარაია დაიბადა 1995 წლის 2 იანვარს ქალაქ მარტვილში, სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა პროფესიულ სასწავლებელში, კონკრეტულად კი კოლეჯში "სპექტრში".

"წერა დაახლოებით ათი წლის წინ დავიწყე როდესაც დავკარგე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი და მასშემდეგ ვწერ, მინდა რომ მალე საკუთარი კრებულიც დავბეჭდო სულ ესაა" - განაცხადა ლანა პატარაიამ.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამები და განახლდება არსებული პროგრამები საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით.

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (MCA&PEM) პროგრამის ფარგლებში, Pearson-ის ექსპერტებთან ერთად IV-V საფეხურის ახალი მიმართულებები შემუშავდება შემდეგი მიმართულებებით: ელექტრიკოსი, შემდუღებელი (ცივი შედუღება), ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა, მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყალანირება.

ყველა კურსდამთავრებული მიიღებს BTEC-ის საერთაშორისო სერთიფიკატს მსოფლიო ბაზარზე დასაქმებისთვის.

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარებისათვის საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

იხილეთ ფოტოალბომი

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper