კოლეჯი „სპექტრი“ ქ. თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ესტუმრა

კოლეჯი „სპექტრი“ ქ. თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ესტუმრაათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „პროფესიული განთლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ აგრძელებს სკოლებში ვიზიტს პროფორიენტაციის მიზნით, დასაწყისისთვის შეხვედრები 40-მდე სკოლაში განხორციელდება.

ქ. თბილისის 82-ე საჯარო სკოლა მეორე სკოლაა, სადაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეხვედრა მოეწყო. 82-ე საჯარო სკოლა თავადაც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში, შეხვედრაზე დიდი ინტერესი გამოიწვია პროექტმა და გამოხმაურებაც მოყვა, აქტიურად ჩაერთო სკოლის დირექციაც. კოლეჯ ''სპექტრსა'' და თბილისის 82-ე საჯარო სკოლას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის თებერვალში გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, კოლეჯის საინჟინრო მიმართულების სტუდენტების მონაწილეობით მოხდა 82-ე საჯარო სკოლის საკლასო ოთახის რეაბილიტაცია, ინტერნეტტექნოლოგის პროგრამის ბიზნეს ინკუბატორის სტუდენტებმა წარმატებით დააპროექტეს ვებ გვერდი.

„პროფესიული განთლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (MCA&PEM) არის პროექტი, რომელსაც ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, რომლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ გახდა.

კოლეჯის მიზანია აღნიშნულ პროგრამაში ჩართოს საბაზო და საშუალო განათლების მოსწავლეებიც და განახორციელოს საჯარო წარდგინება დაინტერესებული პირებისათვის სკოლებში. ამასთან, პროგრამაში ჩართვისათვის ასაკობრივი ზღვარი შეუზღუდავია.

პროგრამის ფარგლებში, Pearson-ის ექსპერტებთან ერთად IV-V საფეხურის ახალი მიმართულებები შემუშავდება შემდეგი მიმართულებებით: ელექტრიკოსი, შემდუღებელი (ცივი შედუღება), ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა, მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყალანირება.

ყველა კურსდამთავრებული მიიღებს BTEC-ის საერთაშორისო სერთიფიკატს მსოფლიო ბაზარზე დასაქმებისთვის.

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარებისათვის საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

კოლეჯი „სპექტრი“ ქ. თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ესტუმრა

კოლეჯი „სპექტრი“ ქ. თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ესტუმრა

კოლეჯი „სპექტრი“ ქ. თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ესტუმრა

კოლეჯი „სპექტრი“ ქ. თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ესტუმრა

კოლეჯი „სპექტრი“ ქ. თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ესტუმრა

კოლეჯი „სპექტრი“ ქ. თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ესტუმრა

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper