სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა

სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამასსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს „სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას. “პროგრამის ფარგლებში ყველა სოციალურად დაუცველ დევნილს, რომელიც 2016 წელს ჩაირიცხება სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სააგენტო აუნაზღაურებს ტრანსპორტირების ან საცხოვრებლისხარჯებს. ამისათვის, აუცილებელია დევნილმა განაცხადით მიმართოს სააგენტოს.

პროგრამის ფარგლებში შემუშავდა განაცხადის მარტივი ფორმა, რომელიც უნდა შეავსოს დევნილმა და გამოაგზავნოს სააგენტოში ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი გზით:

 

  1. შევსებული განაცხადი (პირადობისა და დევნილის მოწმობების ასლებთან ერთად) გამოაგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №15
  2. დატოვოს დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში (ზუსტი მისამართები);
  • ქ. თბილისში, სააგენტოს ოფიციალურ მისამართზე - ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა
  • ტერიტორიულ ორგანოებში  შემდეგ მისამართებზე:

 

„  აჭარისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 87, ტელეფონი: 0 (415) 25-14-86

„  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო:

ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. 27, ტელეფონი: 0 (431) 27-18-25, 0 (431) 27-17-61

„  შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანო

ქ. გორი, შმაგის ქ. 1, ტელეფონი: 0 (370) 27-84-91

  1. გამოაგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე:  ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქვემოთ მითითებულ ბმულზე:

იხილეთ განაცხადის ფორმა:

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper