„სპექტრში “ თამარ შიუკაშვილის წიგნის პრეზენტაცია და საქველმოქმედო საღამო გაიმართა

„სპექტრში “ თამარ შიუკაშვილის წიგნის პრეზენტაცია და საქველმოქმედო საღამო გაიმართასაზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდი „წმინდა ანდრიას ჯვარი“ და ფესტივალის „მემკვიდრეობა“ მხარდაჭერით საქველმოქმედო ღონისძიებიების ფარგლებში გაიმართა ემიგრაციაში მყოფი ქართველი მწერლის თამარ შიუკაშვილის (Ketterlini) წიგნის პრეზენტაცია - “ბედის რჩეული”.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პოეტების საქველმოქმედო ჯგუფის ,,თბილი სამყარო''-ს დამფუძნებელი და პოეტი ანა ლაშხელი, კოლეჯ „სპექტრის“ პროფესიული სტუდენტები, მათ შორის შშმ/სსსმ სტუდენტები და ესწრებოდა ცნობილი მწერალი და „საბას“ პრემიის ლაურეატი ვანო ჩხიკვაძე, რომელმაც კოლეჯს საჩუქრად გადასცა ორტომეული მისივე ავტორობით.

საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად, რომელსაც აქვს ძვლის სიმტკიცის დაქვეითება ოსტეოპოროზი და ხერხემლის იდიოპათიური სქოლიოზი, ძგიდის გამრუდება და კრიპტოხიზმი მარცხენა მხარე, მას ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც ჯდება 43 000 დოლარი. მისთვის ჩატარდა საქველმოქმედო კამპანიები თუმცა შეუგროვდა თანხის ნაწილი. შესაგროვებელია კიდევ 20 000 ლარი. შემოსული თანხა სრულად გადაეცა მიხეილ სხვტარიძის ოჯახს.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა სსსმ სტუდენტმა ინგა ავალიშვილმა, რომელმაც კომპოზიციები შეასრულა ფორტეპიანოზე და აქტიურად არის ჩართული მუსიკალურ საქმიანობაში, პარაორკლესტრთან ერთად მონაწილეობს მუსიკალურ ღონისძიებებში.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პატარა მხატვრის ნია ტაკიძის გამოფენა.

კოლეჯი „სპექტრი“ ჩართულია სხვადასხვა სახის სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში და კოლეჯში ხშირად იმართება კულტურული ღონისძიებები, სადაც მნიშვნელოვანი ფაქტორია სტუდენტების ჩართულობა.

„თამარს ვულოცავთ საქართველოში პირველი წიგნის წარდგინებას და ვუსურვებთ წარმატებებს“.

იხ. სტატია:

იხ. ფოტოკოლაჟი:

ხაშურის მუნიციპალიტეტის ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად საზოგადოებრივ კოლეჯ ''სპექტრში''

„სპექტრში “ თამარ შიუკაშვილის წიგნის პრეზენტაცია და საქველმოქმედო საღამო გაიმართა

„სპექტრში “ თამარ შიუკაშვილის წიგნის პრეზენტაცია და საქველმოქმედო საღამო გაიმართა

„სპექტრში “ თამარ შიუკაშვილის წიგნის პრეზენტაცია და საქველმოქმედო საღამო გაიმართა

„სპექტრში “ თამარ შიუკაშვილის წიგნის პრეზენტაცია და საქველმოქმედო საღამო გაიმართა

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper