ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიის (FABLAB) კოორდინატორი

ვაკანსიის დასახელება:  ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიის (FABLAB) კოორდინატორი
ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი

შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა და მოვალეობები:
სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიის (FABLAB) კოორდინატორი

მოვალეობები:

  • 2D და 3D ფაილების შესწორება, მომზადება;
  •  ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში (FABLAB) მოსული მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;
  • სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობა;
  • ლაბორატორიის აპარატურის ამუშავება და დანადგარებზე მომხმარებლების მომსახურება;
  • აპარატურის გაწმენდა-მოვლა;
  • ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება, რაც მიმართული იქნება  ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში (FABLAB)  სტუდენტთა ჩართულობისკენ;
  • ლაბორატორიის დანადგარებისა და იდეის შესახებ სტუდენტებისთვის პრეზენტაციისა და ტურ(ებ)ის ჩატარება;
  • პროფესიული სასწავლებლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან ერთად ერთობლივი პროექტების დაგეგმვა- განხორციელება ლაბორატორიის სასწავლო პროცესებში გამოსაყენებლად;
  • განსახორციელებელი/განხორციელებული პროექტებისათვის/მომხმარებლების მომსახურებისათვის საჭირო მასალების ნუსხისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
  • ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიის (FABLAB) ქსელთან კოორდინირებული მუშაობა.

 

სამუშაო პირობები
სარგო: თვეში 1000 ლარი (დარიცხული)
დაწესებულება და სამსახურის ადგილმდებარეობა: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“,  მისამართი: ქ. თბილისი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქ. #10;
სამუშაოს დაწყების თარიღი: 2018 წლის 3 სექტემბერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • 2D ან 3D პროგრამაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • თანამედროვე დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ელექტროინჟინერიის საწყისების ცოდნა.

 

  • სხვა სპეციალური მოთხოვნები: კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია, საკონკურსო დოკუმენტაცია, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, წარუდგინოს კოლეჯის საკონკურსო კომისიის მდივანს. ამ პირობების დარღვევა და ერთ საათზე მეტით დროით, არასაპატიო მიზეზით გასაუბრებაზე დაგვიანება გამოიწვევს კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნას.
  • დამატებითი ინფორმაცია: თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:

-    ამ სფეროში მუშაობის უმეტესი გამოცდილება;
-    ელექტროინჟინერიის მიმართულებით მარტივი პროექტების შექმნის გამოცდილება;
-    უპირატესი საგანმანათლებლო ხარისხი.

  • წარმოსადგენი დოკუმენტაცია

– ავტობიოგრაფია cv
– ფერადი სურათი 3X4
– განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
– სამუშაო გამოცდილების დამადსტურებელი შესაბამისი დოკუმენტი

  • საბუთების მიღება:
  • დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აფრიკის დასახლება ბესარიონ ჭიჭინაძისქ. № 10, პირველ სართული, კოლეჯის თანამშრომელთან მარინე კალაძესთან.
  • საბუთების მიღების  ვადა:  2018 წლის  9 ივლისიდან ა/წ 25 ივლისის ჩათვლით.
  • სამუშაოზე აყვანა: სამუშაოზე აყვანა განხორციელდება საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა (თითო სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნა ფასდება 1 ქულით) და მასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხების გათვალისწინებით. (გასაუბრებაზე კონკურსანტ(ებ)ს ეძლევა თანაბარი რაოდენობის შეკითხვები ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნის,  ინგლისური ენის ცოდნისა და  ელექტროინჟინერიის საწყისების ცოდნის დასადასტურებლად. თითო დამაკმაყოფილებელი პასუხი არის 1 ქულიანი). საკვალიფიკაციო მოთხოვნებში 2 ქულაზე ნაკლების დაგროვების შემთხვევაში კონკურსანტს არ მიეცემა საბოლოო შეფასების ქულა.
  • გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია სწავლის დაწყებამდე გაიაროს შესაბამისი სასწავლო ტრეინინგი.
  • გასაუბრების  ჩატარება:  2018 წლის 26 ივლისს 12:00-ზე
  • შედეგების გამოცხადება:  2018 წლის 27 ივლისი.


CV გამოგზავნეთ: ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
240 16 87 გისურვებთ წარმატებას!

JoomShaper