დასაქმდი და გახდი წარმატებული

იხილე ვრცლად

შემდუღებელი

დაეუფლე ყველა ტიპის შედუღების მეთოდებს

იხილე ვრცლად

კალატოზი

ისწავლე მშენებლობა და აიშენე საკუთარი სახლი საკუთარი გემოვნებით

იხილე ვრცლად

დურგალი

დაეუფლე სადურგლო საქმიანობას და შექმენი ორიგინალური ნაკეთობები

იხილე ვრცლად

მძიმე ტექნიკის ოპერატორი

დაეუფლე მძიმე ტექნიკის მართვას და გახდი პროფესიონალი

იხილე ვრცლად

ელექტრიკოსი

დაეუფლე ელექტრიკოსის სპეციალობას...

ლია ჯახველაძე საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში”

ლია ჯახველაძე საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში”ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლია ჯახველაძე საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრ-ის” ხელმძღვანელ მათე ტაკიძესთან ერთად სასწავლებელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს შორისაა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის, ტრენინგ-ცენტრისა და სასტუმროს რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამივე ობიექტი სრულად დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.

საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ ლიდერია საქართველოში სამშენებლო და ეკოლოგიური მიმართულების სპეციალისტების მომზადებაში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის შესაბამისად.

განათლებას ეუფლებიან, როგორც საბაზო განათლების, ასევე, უმაღლესი განათლების მქონე პირები, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ცდილობენ ადაპტირებას.

კოლეჯი ქმნის შესაძლებლობას, ნებისმიერმა ადამიანმა მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება ან გადაემზადოს მოქნილი მოკლევადიანი ინტენსიური სწავლების მეთოდით და წარმატებით იპოვოს თავისი ადგილი, დასაქმდეს როგორც თავის ქვეყანაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, გახდეს კონკურენტუნარიანი, მოტივირებული და დაგეგმოს თავისი მომავალი. „სპექტრის“ სამომავლო პერსპექტივას განაპირობებს და განსაზღვრავს სწორი მენეჯმენტი, სასწავლო პროგრამების მუდმივი განვითარება, კვალიფიციური პედაგოგები და მათი პერიოდული გადამზადება, თანამედროვე და ინოვაციური პროექტები, მდიდარი მატერიალურტექნიკური ბაზა და ახალი სტანდარტები, რაც დააჩქარებს საქართველოს პროფესიული სწავლების ინტეგრაციის პროცესს საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემასთან, რომელიც გულისხმობს ერთობლივი სასწავლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას დასავლეთის წამყვან პროფესიულ სასწავლებლებთან.

ლია ჯახველაძე პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში”

JoomShaper