მემორანდუმი

ნანახია: 2382 -ჯერ

საინფორმაციო შეხვედრა წილკანშიდღეს 16 ოქტონმბერს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ და ა(ა) იპ "საქართველოს ყრუთა კავშირის" პრეზიდენტმა ამირან ბატატუნაშვილმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად მხარეები უზრუნველყოფენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას ,სასწავლო პროცესის მონაწილეთა თანამშრომლობასა და ერთობლივი სასწავლო-შემოქმედებით და სამეწარმეო უნარჩვევებზე ორიენტირებულ საქმიანობას. აღნიშნული აქტივობები დაეხმარება ყრუ და სმენადაქვეითებულ საზოგადოებას დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე პროცესებზე,ასევე დაეხმაროს შრომით ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების გაცნობაში, პროფესიულ ორიენტაციაში და კარიერის დაგეგმვაში.

პროფესიული განათლების სიცრცეში პირველად საზოგადოებრივი კოლეჯი ''სპექტრის''ადმინისტრაციის წარმომადგენლები ''ყრუთა კავშირთან'' ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შეისწავლიან ჟესტურ ენას , რაც ხელს შეუწყობს ყრუ და სმენადაქვეითებულ სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ეფექტურ კომუნიკაციას!