მემორანდუმი სამშენებლო მარკეტთან „კუბიკი“

ნანახია: 2150 -ჯერ

gamocdebis cxriliგაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „კუბიკს“ შორის, რომელსაც ელი მოაწერეს კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ და სამშენებლო მარკეტის დირექტორმა ლევან ყურმაშვილმა.

ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის, პროფესიული განათლების განვითარების, კოლეჯისა და კომპანიის ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კომპანია კუბიკმა მოახდინა ინვესტირება გათბობა ვენტილაციის განხრით სტუდენტების გადამზადებაში და მათი უნარ-ჩვევების ამაღლებაში.

კომპანია კუბიკი ვალდებულებას იღებს, დაასაქმოს წარჩინებით დამთავრებული სტუდენტები, რაც დასაქმების სტიმულირებას და შრომის ბაზარზე კადრების კონკურენტუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. სამშენებლო მარკეტი „კუბიკი“ დაფუძნდა 2010 წელს და წარმატებით შევიდა სარემონტო-სამშენებლო მასალების ბაზარზე.

“კუბიკმა” აიყვანა ამ სფეროში ყველაზე გამოცდილი კადრები და ჩამოაყალიბა მომავალზე ორიენტირებული მენეჯმენტი. ამან განაპირობა ის, რომ მოკლე ვადებში კომპანია „კუბიკს“ შეუძლია საზოგადოებისათვის საუკეთესო საქონლის მიწოდება ხელსაყრელ ფასებში, ამასთან ერთად კომპანია სწრაფად ვითარდება და ფართოვდება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში. კომპანია თანამშრომლობს ევროპისა და აზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქმნის შესაძლებლობას, რომ პროდუქცია მომხმარებელს ყველაზე ხელსაყრელ ფასად მიეწოდოს.

იხილეთ საინფორმაციო პორტალის „კვირა“ სტატია

იხილეთ ფოტოალბომი