მემორანდუმი საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „მეტალტექნიკას“ შორის

ნანახია: 2447 -ჯერ

მემორანდუმი საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „მეტალტექნიკას“ შორისურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „მეტალტექნიკას“ შორის, მემორანდუმის ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს კოლეჯის მიერ მომზადებული პროფესიული პროგრამების პროფესიული სტუდენტების სასწავლო/საწარმოო ორაქტიკას.

მემორანდუმის მიზანია პროფესიული სტუდენტების სამომავლო დასაქმება, პროფესიული მომზადების ხელშეწყობა და კვალიფიციური კადრების აღზრდა, მხარეთა თანამშრომლობის გზით პროფესიულ სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება, პიროვნული პოტენციალის რეალიზების უზრუნველყოფა. პროფესიული განათლების განვითარების კუთხით განხორციელებული სხვადასხვა ისეთი ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი და კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრის მომზადებას, მათ შორის, პროფესიული სტანდარტების შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოდიფიცირებას.

ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები, მოხდება დუალური სისტემის საპილოტე პროოექტის განხორციელება და განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები.