შემდუღებელი

დაეუფლე ყველა ტიპის შედუღების მეთოდებს

იხილე ვრცლად

კალატოზი

ისწავლე მშენებლობა და აიშენე საკუთარი სახლი საკუთარი გემოვნებით

იხილე ვრცლად

დურგალი

დაეუფლე სადურგლო საქმიანობას და შექმენი ორიგინალური ნაკეთობები

იხილე ვრცლად

მძიმე ტექნიკის ოპერატორი

დაეუფლე მძიმე ტექნიკის მართვას და გახდი პროფესიონალი

იხილე ვრცლად

ელექტრიკოსი

დაეუფლე ელექტრიკოსის სპეციალობას...

მემორანდუმი „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომთან”

მემორანდუმი „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომთან”„რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომსა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიულ სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა უკეთესად დაიფაროს საწარმოების მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე.

მემორანდუმის ფარგლებში კოლეჯის სტუდენტები სასწავლო და საწარმოო სტაჟირებას კომპანიის ბაზაზე გაივლიან, აიმაღლებენ ცოდნას და ექნებათ დასაქმების ხელშეწყობა. მემორანდუმს ხელი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის დირექტორმა ლელა კალანდიამ და კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს.

კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკძე.

თამარ სანიკძე დამსაქმებლებს სამომავლო პერსპექტივების მიმართულებებზე ესაუბრა. მისი თქმით, მთავრობის ინიციატივაა, კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიული განათლების სეგმენტში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დაათვალიერა კოლეჯში არსებული სახელოსნოები და საერთო საცხოვრებელი, სადაც დასრულებულია რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რაც მოიცავს ძირითად სამუშაოებს, მათ შორის პანდუსს ადაპტორებული გარემოსათვის და გრძელდება რეაბილიტაციის პროცესი.

საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ სწავლებას ახორციელებს სამშენებლო, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის, საატრანსპორტო, გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების, ბიზნესის ადმინისტრირების და სახვითი ხელოვნების მიმართულებით, სადაც სწავლება ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით და სწავლა ხორციელდება პროფესიული სტუდენტებისათვის სრულიად უფასოდ.

კოლეჯის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები არიან სტუდენტთა სტაჟირება/დასაქმების კუთხით საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სეტქორის წარმომადგენლები, დამსაქმებელთა ფორმალური და არაფორმალური გაერთიანებები.

იხ. სტატია:

მთვლელი

ძებნა

JoomShaper