ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ნანახია: 2679 -ჯერ

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიკოლეჯ "სპექტრსა" და ააიპ „სამოქალაქო უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევით ცენტრს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 მემორანდუმს ხელი მოაწერეს  კოლეჯი  „სპექტრის“  დირექტორმა როინ /მათე ტაკიძემ და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს - საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახურის მიერ ერთობლივად დაფუძნებული ააიპ „სამოქალაქო უსაფრთოების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ დირექტორმა კახა ცეცხლაძემ.
#მემორანდუმის მიზანია იმ პერსონალის
მომზადება-გადამზადება, რომელთა პასუხისმგებლობაა ექსპლუატაციაში შესულ შენობა-
ნაგებობებში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე ზრუნვა.

ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ქვეყნის მაშტაბით სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადება და მათთვის შესაბამისი სერთიფიკატების გადაცემა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი