პროფესიული სასკოლო კლუბი

ნანახია: 284 -ჯერ

პროფესიული სასკოლო კლუბი 28 ოქტომბერს, კოლეჯი „სპექტრის“ ინიციატივით პროფესიული განათლების სასკოლო კლუბების პროექტის ფარგლებში, თბილისის 131-ე საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც IX-XII კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს მოსწავლეებში ტექნიკური უნარებისა და პროფესიული კარიერის განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საერთაშორისო პროფესიული საგანმანათლებლო პრაქტიკის მაგალითების გაზიარება წარმოადგენდა.

„წლებია ,რაც კოლეჯი „სპექტრი“ როგორც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ასევე საკუთარი ინიციატივით , პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით საჯარო და კერძო სკოლებში პროფ.ორიენტაციის საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობს.

ჩვენი მიზანია მოზარდებს მივაწოდოთ ინფორმაცია პროფესიული განათლების შესახებ , გავუზიაროთ მათთვის საინტერესო პროფესიული მაგალითები და ხელი შევუწყოთ გაიცნონ სხვადასხვა პროფესიები. შეიძინონ გარკვეული უნარ -ჩვევები და გადადგან პირველი ნაბიჯები პროფესიული განვითარებისთვის ,რაც შემდგომში მათი წარმატების გზა გახდება.- განაცხადა შეხვედაზეკოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ.

ღონისძიება უშალო -აკადემიურ გარემოში , ინტერაქტიურ რეჟიმში გაიმართა.

131-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა ენუქიძემ დამსწრე საზოგადოებას ამერიკის საელჩოს გრანტის ფარგლებში, განხორციელებული პროგრამის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც ამერიკაში სკოლების პროფესიულ განათლებაში ჩართულობას და ამ მოდელის უპირატესობას ასახავას.

„2019 წლის 26 ოქტომბრიდან - 13 ნოემბრის ჩათვლით. ცხრა პროფესიულ დაწესებულებასთან თანამშრომლობით ორგანიზაცია World Link-მა გამოავლინა 11 საშუალო სკოლის დირექტორი/წარმომადგენელი რომლებიც უკვე ჩართულები იყვნენ , ან დაინტერესებულნი არიან საზოგადოებრივ კოლეჯებთან თანამშრომლობით.

ჩვენი სკოლა ,მოგეხსენებთა 5 წელზე მეტია რაც „სპექტრთან “ თანამშრომლობს. ჩვენი მოსწავლეები გარკვეულ პერიოდებში ჩართულნი არიან კოლეჯის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღნისძებებში.

პირველ რიგში მადლიერება მინდა გამოვხატო, პროექტის ხელმძღვანელებისა და „სპექტრის“ მიმართ , მათი მეშვეობით მოგვეცა საშუალება , ამერიკაში, კერძოდ ნიუ იორკიში და ინდიანას შტატში, ინდიანაპოლისში გავცნობოდით სკოლების და საზოგადოებრივი კოლეჯების ურთიერთანამშრომლობის მაგალითებს. გვენახა პროფესიულ განათლებაში ჩართული მოზარდები, მოგვესმინა მათი ემოციები.

შეხვედრები გვქონდა ჩვენს კოლეგებთან და განათლების სისტემის წარმომადგენლებთან.

ამერიკაში საინფორმაციო ხასიათის ტურმა მნიშვნელოვანი და ჩვენი სკოლის განვითარებისთვის რეალური პერსპექტივები დაგვანახა.

უახლოეს დღეებში, კოლეჯი „სპექტრის „ ინიციატივით ჩვენ უკვე ოფიციალურად დავაარასებთ პროფესიული განათლების კლუბს სკოლაში.

ჩვენი დიდი სურვილია ყველა მოსწავლეს საშუალება მიეცეს სურვილისამებრ მოსინჯოს პროფესია, ადრეულ ასაკში დაეუფლოს ტექნიკურ უნარ-ჩვევებს და მიიღოს სრულფასოვანი პროფესიული განათლება .

პროფესიული სასკოლო კლუბი

პროფესიული სასკოლო კლუბი

პროფესიული სასკოლო კლუბი

პროფესიული სასკოლო კლუბი

პროფესიული სასკოლო კლუბი