პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეებისაზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ 15-16 ივნისს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში _ „პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ _ მონაწილეობდა .

ღონისძიების მიზანი დასაქმებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის პროფესიული განათლების პოტენციალის წარმოაჩენა და საზოგადოებისთვის დუალურ პროფესიულ განათლებაში კერძო-საჯარო პარტნიორობის მნიშვნელობის გაცნობა იყო.

2 დღის განმავლობაში გერმანელი ექსპერტები პროფესიული განათლების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ და ქართველ კოლეგებს პროფესიული განათლების ახალი უნარების მიმართულებით გამოცდილებას უზიარებენ.

კონფერენცია, რომელსაც 150-მდე ექსპერტი და მოწვეული სტუმარი ესწრებოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.

„ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის უნარს - მუდმივად ვითარდებოდეს, ქმნიდეს დოვლათს, ზრდიდეს პროდუქტიულობას და იყოს კონკურენტუნარიანი, არის კვალიფიციური და ეფექტური სამუშაო ძალა.

საქართველოს პროფესიული განათლების სისტემამ წარმატებით უნდა უპასუხოს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გამოწვევებს, რომლის შედეგად, ქართველი ახალგაზრდები კონკურენტუნარიანები იქნებიან არა მხოლოდ ქვეყნის შრომით ბაზარზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის გამოცდილების გაზიარება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ეტაპებიც წარმატებული და ნაყოფიერი იქნება “ - მიხეილ ბატიაშვილი.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თემატური პროფესიული საინფორმაციო სტენდები, მოესინჯათ სხვადასხვა პროფესია და ასევე მონაწილეობა მიეღოთ კოლეჯი „სპექტრის“ მიერ წარმოდგენილი სახლი კონსტრუქტორის აშენებში.

„ ჩვენ ვიმყოფებით ქართულ- გერმანული პროფესიული განათლების დღეების ღონისძებაზე სადაც წარმოვადგინეთ შედუღების სიმულაციური აპარატი და სიმულაციური სახლი.

სიმულაციური სახლი გახლავთ გერმანული ბრენდი, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და გერმანელ პარტნიორებთან ერთად შევქმენით. პროფესიული სიმულაციური სახლი იმოგზაურებს მთელ საქართველოში, რაც საშუალებას მისცემს სკოლის მოსწავლეებს,ისევე როგორც დღეს ნებისმიერ მსურველს მონაწილეობა მიიღონ მის მშენებლობაში და უშუალოდ გაეცნონ სამშენებლო სექტორის 10 პროფესიას.

მოგმართვთ ყველას, ჩაერთერთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზინით გამართულ ღონისძიებებში, გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიული შესაძლებლობების შესახებ ! ,ისწავლეთ და დასაქმდით.

კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძე.

ღონისძიების ფარგლებში, ქართულ- გერმანული პროფესიული განათლების დღეების“ თანაორგანიზატორთა განცხადებით (GIZ) ღონისძებაზე დასწრება შეეძლოთ განათლების საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებს და პროფესიული განათლების საკითხით დაინტერესებულ პირებს .

სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ საგანმანათლებლო-ინტერაქციულ სივრცეში, მარტივად შეხვდებოდით დარგის სპეციალისტებს, პროფესიულ სტუდენტებს, პროფესიული პროგრამების უკვე წარმატებით დასაქმებულ კურსდამთავრებულებს და პოტენციურ დამსაქმებლებს.

კოლეჯი „სპექტრის“ სახელით სიმულაციური სახლის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობისთვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომანია „ნოვას“ და კომპანია „მზის სახლს“

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper