პრაქტიკული მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა "სპექტრში"

პრაქტიკული მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა 'სპექტრში'საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრის" დირექტორი მათე ტაკიძე დღეს კომპანია "მეგადორსის" წარმომადგენლებს შეხვდა.

სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ სასწავლო პროცეს და მიღებული გადაწყვეტილებით კოლეჯის სტუდენტები ,რომლებიც დურგალის სპეციალობას ეუფლებიან პრაქტიკებს დასაქმების რეალური პერსპექტივით "მეგადორსში" გაივლიან.

კომპანია "მეგადორსი" 2017 წელს დაარსდა და ის, როგორც ქართული, ასევე უცხოური ბაზრისთვის ქართულ ბრენდულ კარებების წარმოებით არის ცნობილი.

2 წელია კომპანია კოლეჯთან მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს ,რომელიც პროფესიული განათლების განვითარების და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობას გულისხმობს .

"სპექტრში" ასევე ფუნქციონირებს კომპანია "მეგადორსის" სასწავლო ლაბორატორია, სადაც მომზადება -გადამზადების პროგრამების განხორციელება დაიგეგმა

პრაქტიკული მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა 'სპექტრში'

პრაქტიკული მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა 'სპექტრში'

პრაქტიკული მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა 'სპექტრში'

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper