საგაზაფხულო მიღება 2019

საგაზაფხულო_მიღება_2019საზოგადოებრივ კოლეჯში „ სპექტრი “ 2 მაისს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარა ჰერეთის მკვიდრმა ლევან ყიყიშვილმა .

ლევანს დღეს წარმატება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მიულოცა .

კოლეჯი „სპექტრის „ დირექტორის მათე ტაკიძის განცხადებით ლევან ყიყიშვილს ყველა სხვა აპლიკანტთა მსგავსად მაქსიმალური ყურადღება მიექცევა სასწავლო პროცეში, უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო მასალებით . ასევე პარტნოირი ორგანიზაცის მხარდაჭერით სწავლის პერიოდში ყიყიშვილს მოგვარებული ექნება საცხოვრებელი პირობები.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პატივისცემას და სიყვარულს ჰერეთისა და იქ მცხოვრები საზოგადოების მიმართ, წარმატებები და კეთილდღეობა მინდა გისურვოთ, ყოველთვის მზად ვართ, შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყოთ ყველა დაინტერესებულ პირს პროფესიული განათლების მიღებასა და დასაქმებაში, ამის არა ერთი მაგალითი გვაქვს, ვფიქრობთ ლევანი ბევრ მეგობარს შეიძენს და ის იქნება პროფესიულ განატლებაში წარმატების კარგი მაგალითი" აღნიშნა კოლეჯის ხელმძღვანელმა.

ამ ეტაპზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე შვიდმა აპლიკანტმა პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარეს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე :

  • ხის მხატრული დამუშავების სპეციალისტი
  • ვებ ინტერფეისის დეველოპერი
  • ზეინკალ სანტექნიკოსი
  • კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი

2019 წლის საგაზაფხულო მიღებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიული ტესტირება 3 მაისს დასრულდება

 

 

 

 

 

 

 

საგაზაფხულო_მიღება_2019

საგაზაფხულო_მიღება_2019

საგაზაფხულო_მიღება_2019

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper