ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ნანახია: 196 -ჯერ

ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმისაზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრს“-ა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის 19 მარტს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ .

მემორანდუმის მიზანია ეროვნულ სასახლესა და კოლეჯს შორის პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება და მოსწავლე -ახალგაზრდობის სეგმენტში პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერესბის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა- განხორციელება .

აქტიური ურთიერთთანამშრომლობა დაეხმარება სასახლის სასკოლო ასაკის მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სწორი პროფესიული ორიენტაცია პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე პროცესებზე.

მემორანდუმი ასევე ხელს შეუწყობს სასკოლო ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის ფართო საგანმანათლებლო და შემეცნებითი გარემოს შექმნას.

ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი