იყავი მეწარმე

ნანახია: 1906 -ჯერ

იყავი მეწარმეპროგრამის „იყავი მეწარმე“ წარმატებით დასრულებისათვის საზოგადოებრივი კოლეჯი “სპექტრის“ სტუდენტებს და N94 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, სერთიფიკატი კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ და კოლეჯის მრჩეველმა განათლებისა და ხარისხის მიმართულებით , პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტმა ლუტც შმიდტმა გადასცეს.

პროგრამა „იყავი მეწარმე“ „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ (JAG) და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“-ს მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის: “ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლების გენერირების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში“ (YES-Georgia) ფარგლებში განხორციელდა.

პროგრამის ფარგლებში ,რომლის მიზანია ახალგაზრდები მოამზადოს და ხელი შეუწყოს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში , მსმენელებმა შვიდი მოდული გაიარეს, შედეგად სტუდენტები გაეცნენ წარმატებული ბიზნესის დაწყების ელემენტებს, მითებს და ფაქტებს მეწარმეობის შესახებ, მონაწილეობა მიიღეს პროდუქტის შექმნის კონკურსში,ასევე ისწავლეს , რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ეთიკა ბიზნესის გრძელვადიანი განვითარებისთვის.

„ ჯუნიორ ეჩივმენტის“ პროგრამა „იყავი მეწარმე-ს“ კოლეჯი „სპექტრის“ მასწავლებელი შორენა მჭედლიშვილი უძღვებოდა.

მსმენელებს პროგრამის ფარგლებში საშუალება მიეცათ დარეგისტრირებულიყვნენ და ჩაებარებინათ ESP (entrepreneurial skills pass) ტესტები.

ESP ტესტები მსოფლიოს 130 ქვეყანაშია აღიარებული. პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მხარდაჭერით. ESP-ის ანუ სამეწარმეო უნარების გამოცდა მიზნად ისახავს შეამოწმოს, დაადასტუროს და მიანიჭოს სერტიფიკატი სტუდენტის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.

ESP-ის სერთიფიკატი მსოფლიოს 130 ქვეყანაში სამუშაოს მაძიებელს სამუშაო გამოცდილებაში ეთვლება.

სააზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ მომავალშიც გეგმავს განახორციელოს ისეთი პროექტები რომელებიც სტუდენთა განვითარებას და შრომის ბაზარისთვის კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრების აღზრდას შეუწყობს ხელს.

იყავი მეწარმე

იყავი მეწარმე

იყავი მეწარმე