სტუდენტების და თანამშრომლების საყურადღებოდ - წითელას აცრა

სტუდენტების და თანამშრომლების საყურადღებოდ - წითელას აცრის სავალდებულო პროცედურასაქართველოს მოსახლეობაში წითელას ეპიდემიის მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N16 განკარგულების მოთხოვნათა გათვალისწინებით, წითელას აცრას დაქვემდებარებული ყველა მოქალაქე (არასრულად აცრილი ან აუცრელი პირი) ვალდებულია, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებებს, ჩაიტაროს წითელას აცრის სავალდებულო პროცედურა და აიღოს აცრის დამადასტურებელი ცნობა.

საზოგადოებრივი კოლეჯი სპექტრის ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს თავის სტუდენტებსა და თანამშრომლებს, დროულად მიიღონ წითელას ეპიდემიის საპრევენციო ზომები.

JoomShaper