პროფესიული განათლება წარმატებისთვის

ნანახია: 2313 -ჯერ

პროფესიული განათლება წარმატებისთვისსაინფორმაციო შეხვედრა - "პროფესიული განათლება წარმატებისთვის" - ქუთაისში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონალურ ოფისში ჩატარდა.

ღონისძიების ორგანიზატორები:

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი" და სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2".

ღონისძიებას ესწრებოდნენ: მეწარმეები, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათი მშობლები და მასწავლებლები.

შეხვედრას საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრის " დირექტორი მათე ტაკიძე უძღვებოდა.

საუბრის თემები:

სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" წარადგინა და პროფესიული განათლების პერსპექტივებზე ისაუბრა კოლეჯ "კონსტრუქტ2" დირექტორმა თამარ ზაქარეიშვილმა.

დღეს გამართული ღონისძიების ფარგლებში ორგანიზატორების მიზანს პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრს" პროფესიული განათლების შესახებ საზოგადოებში ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის მიწოდების მიზნით ა.წ. აგვისტოს თვიდან დღემდე სხვადასხვა რეგიონში ოცდაათამდე ღონისძიება აქვს ჩატარებული და აღნიშნული შეხვედრა მიმდინარე პროექტის ფარგლებში იყო პირველი, რომელიც თანაორგანიზატორებთან ერთად გამართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად უწევს ორგანიზებას პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და ჰქმნის დიალოგის პლატფორმას.

პროფესიული განათლება წარმატებისთვის

პროფესიული განათლება წარმატებისთვის

პროფესიული განათლება წარმატებისთვის