დაბა აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი

დაბა აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტისაზოგადოებრივ კოლეჯს „სპექტრი“ დაბა აგარის საჯარო სკოლის პროფესიული განათლების პროგრამების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები ეწვივნენ, ვიზიტის ფარგლებში მოხდა კოლეჯის თანამედროვე ლაბორატორიების და მიმდინარე პროგრამების გაცნობა, პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზირარეს საკუთარი გამოცდილება, ხოლო კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ გამოთქვა მზად ყოფნა, რომ დაეხმარება ყველა საჭირო აქტივობისა და ღონისძიების გატარებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ხელშეწყობით დაბა აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების პროგრამები 2016 წლიდან ხორციელდება.

მომზადება-გადამზადების კურსები ელექტრიკოსის, ზეინკალ-სანტექნიკოსისა და შემდუღებლის პროფესიებში ღიაა როგორც მე-10, მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის, რომელთაც სურთ პროფესიული უნარების გაუმჯობესება ან ახალი პროფესიის შეძენა.

სწავლება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში თანამედროვე მოდულების გამოყენებით მიმდინარეობს.

 

იხილეთ ფოტოალბომი

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper