შეხვედრა 131-ე სკოლის პედაგოგებთან, მშობლებთან

ნანახია: 3987 -ჯერ

gamocdebis cxriliN13 საარჩევნო ოლქის სამგორის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის შოთა ხაბარელის ბიუროს, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“-ს დირექციის, ისან-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამგორის რაიონის გამგებლის დავით კერესელიძის თანადგომით 131-ე სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა N13 სარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული სკოლის პედაგოგებთან, საბაზისო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამგორის რ-ნის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი შოთა ხაბერელი, სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე და კოლჯის დირექტორი მათე ტაკიძე.

კოლჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ სტუმრებს გააცნო კოლეჯში არსებული მიმართულებები, ისაუბრა პროფესიული განათლების უპირატესობის შესახებ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაზე კოლეჯში, ხოლო სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ მათი დასაქმების შესაძლებლობებზე.

შეხვედრის შემდეგ მოეწყო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მშობლების კოლეჯში მოწვევა აღჭურვილობების და პირობების გასაცნობად და დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, შემდგომი შეხვედრებისათვის.

იხილეთ ფოტოალბომი