„წმინდა ქალაქის პოეტების“ პოეზიის საღამო

gamocdebis cxriliსაზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ გაიმართა პოეზიის საღამო, სადაც თავიანთი შემოქმედება წარადგინეს „წმინდა ქალაქის პოეტებმა“ - ასე უწოდებენ მწერლებს, რომელთაც გადაწყვიტეს თავიანთი შემოქმედება ერთ წიგნად გამოეცათ, სახელწოდებით - „გზა ტაძრისაკენ...“

წიგნში გაერთიანებულია სამი ახალგაზრდა მწერლის თენგიზ ხუციშვილის, ილია ელიზბარაშვილისა და ნიკოლოზ ჭიკაიძის პოეზია.

თენგიზ ხუციშვილი, პოეზიაში ცნობილია, ფესვდონიმით - ქრისტეს მხედარი, იგი დაიბადა ქ. თბილისში, ლექსებს ბავშვობიდან წერს, ხოლო 2014-2015 წლებში, ზედიზედ ორჯერ გახდა პატრიარქის კურთხევითა და ნუგზარ ჭიაბერაშვილის მიერ დაფუძნებული „წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის პროზა-პოეზიის პრემია ივერია“-ს ლაურეატი და ილიას ორდენოსანი. აქტიურ მონაწილეობას იღებს ლიტერატურისა და საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებასა და მონაწილეობაში, მისი ორგანიზებით უამრავ ახალგაზრდა პოეტს მიეცა შესაძლებლობა გაემართათ პერსონალური საღამო.

თენგიზ ხუციშვილმა დააარსა 2014 წლის ერთობა - „წმინდა ქალაქის პოეტები“, რომელშიც გაერთიანებულნი არიან მცხეთელი ახალგაზრდა პოეტები, სწორედ ამ გაერთიანების წევრები არიან მწერლები ილია ელიზბარაშვილი და ნიკოლოზ ჭიკაიძე, რომლებმაც, ასევე, ბავშვობიდან დაიწყეს მოღვაწეობა.

იხილეთ ფოტოალბომი

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper