შეხვედრა ისნის რაიონის მოსახლეობასთან

ნანახია: 3931 -ჯერ

gamocdebis cxriliისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორი მათე ტაკიძე ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ.

ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ ისაუბრა პროფესიული განათლების როლის გაძლიერებაზე ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესში და პროფესიული განათლების მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობაზე, კოლეჯის დირექტორმა, მოსახლეობას გააცნო საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ არსებული ყველა მიმართულება, ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო პროექტებისა და გეგმების შესახებ, კოლეჯში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, პედაგოგთა კვალიფიკაციაზე, დასაქმების შესაძლებლობაზე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ქ. თბილისის რაიონების მოსახლეობასთან შეხვედრა, რიგით მეორეა და პერმანენტულ სახეს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (MCA&PEM) პროგრამის ფარგლებში, Pearson-ის ექსპერთებთან ერთად შემუშავდა IV-V საფეხურის პროგრამები, ხოლო კურსის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ BTEC-ის საერთაშორისო სერთიფიკატი მსოფლიო ბაზარზე დასაქმებისთვის.

კოლეჯში მიმდინარეობს სხვადასხვა სასწავლო მოკლევადიანი და გრძევადიანი პროგრამები, რომელზეც სწავლა ხორციელდება სრულიად უფასოდ და სდუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ უმაღლესი ხარისხის პროფესიული განათლება, დასაქმდნენ და გახდნენ წარმატებულნი.

 

იხილეთ ფოტოალბომი