ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ!

gamocdebis cxriliსსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ 2018 წლის საგაზაფხულო რეგისტრაცია იწარმოებს 10 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით!

სწავლა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით - სრულიად უფასოდ!

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ, როგორც კოლეჯში „სპექტრი“, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრებში

ტესტირება და სწავლის დაწყება

  • პრეტესტი ჩატარდება 5 მაისს
  • მისაღები გამოცდა ჩატარდება 6 მაისს
  • ტესტირების პასუხი გამოცხადდება და არჩევანის ცვლილების შესაძლებლობა აპლიკანტებს შეეძლებათ 7 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით
  • ჩარიცხული სტუდენტების მონაცემები გამოქვეყნდება 23 მაისს
  • სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრა 30 მაისს

ტესტირების დრო და მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.

საბუთების შემოტანა შეგიძლიათ ყოველდღე 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა.

კოლეჯში ჩარიცხვისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საბაზო/საშუალო ან დიპლომის ასლი;
  • 2 სურათი (3x4) და ფოტოსურათების ელ. ვერსია კომპაქტ-დისკზე (CD);
  • რეგისტრაციის ფურცელი (შეგიძლიათ შეავსოთ კოლეჯში, ასევე შეგიძლიათ ამობეჭდოთ):

პროფესიულ პროგრამაზე მისაღები საკითხები პროგრამების მიხედვით:

პროგრამების ჩამონათვალი ადგილების რაოდენობის მითითებით

კოლეჯში მიმდინარე პროგრამები, რომელზეც გაიცემა სახელმწიფო (ორენოვანი) დიპლომი

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ:

პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტისგან. პროფესიული ტესტის თითოეულ ნაწილში, მიუხედავად დავალებების რაოდენობისა (მაგ.: პროფესიული უნარების ტესტში საკანცელარიო უნარები დავალებების რაოდენობა არის 40, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება პროფესიული უნარების ტესტის ნაწილი არის 50; საგნის ტესტში - მაგ: მათემატიკაში დავალებების რაოდენობა არის 35, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება ტესტის ეს ნაწილი არის 50 და ა. შ) განსაზღვრულია მაქსიმალური ქულა - 50. პროფესიული ტესტის ორივე ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 100.

პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები:

• საკანცელარიო უნარების ტესტი.

• ტესტი მათემატიკა;

• საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;

• უცხოური ენები;

• მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტი;

• სივრცითი და გამოყენებითი ხელოვნება;

• სივრცითი უნარების ტესტი;

 

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ საკონტაქტო მონაცემები:

მის.: თბილისი 0168, ბ. ჭიჭინაძის ქ #10 (აფრიკის დასახლება)

კოლეჯთან მიმავალი მარშრუტები:

ავტობუსი:

        • №2
          რ/ც სადგური - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მ-ნი - ვარაზის ხევი - მელიქიშვილის გამზირი - რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მ-ნი - პუშკინის ქ. - ბარათაშვილის აღმართი - ქეთევან დედოფლის გამზირი - მ/ს ,,სამგორი" - მოსკოვის გამზირი - ქინძმარაულის ქ. - გუმათჰესის ქ. - ჭიჭინაძის ქ. - ენუქიძის ქ.

სამარშრუტო:

        • №156 - ვარკეთილის მეტროდან;
        • №5 - სამგორის მეტროდან;
        • №169 - მეტრო დიდუბიდან;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

240 16 87; 557 98 92 29; 577 900 448; 577 900 414; 577 752 450; 555 20 70 78; 577 752 474

ან მოგვწერეთ: ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.

სიახლეების მისაღებად მოიწონეთ გვერდი:

www.facebook.com/spectri

 

JoomShaper