სპექტრის სტუდენტებისთვის „მითი“ დიდი ხანია დაიმსხვრა

gamocdebis cxriliსაზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრმა“ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომელიც 60-80 %-ს შეადგენს. რა თქმა უნდა ეს მაჩვენებელი ცვალებადია ფაკულტეტების მიხედვით, თუმცა საერთო ციფრი ასეთია.

 

მათე ტაკიძე - საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორი

მათე ტაკიძე - საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორი

პედაგოგი - გიორგი ბადაშვილი სტუდენტებთან

საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ პედაგოგი - გიორგი ბადაშვილი სტუდენტებთან

მათე ტაკიძე: საქართველოში შრომის ბაზარზე სამუშაო გაცილებით მეტია ვიდრე კვალიფიკაციური სპეციალისტი. მთავარ სირთულეს წარმოადგენს სამუშაო მაძიებელთა კვალიფიკაცია (პროფესიული კადრი).

კოლეჯ „სპექტრს“ 300-ზე მეტი მემორანდუმი აქვს გაფორმებულილიდერ კომპანიებთან, სადაც სტუდენტები გადიან საწარმოო პრაქტიკას. ასე რომ საქართველოში სამუშაო ადგილის არ არსებობის შესახებ _ „მითი“ ჩვენი სტუდენტებისათვის დიდი ხანია დაიმსხვრა.

 

აი რა გაკეთდა „სპექტრში“ მაღალი შედეგების მისაღებად:

.

.

  • ევრო-რემონტი ჩაუტარდა კოლეჯის შენობას, შეიქმნა ესთეტიკური გარემო სტუდენტებისათვის.
  • ამჟამად „სპექტრში“ დაახლოებით 350 მოქმედი კომპიუტერია, და თითეული მათგანი ინტერნეტი ქსელშია ჩართული.
  • კოლეჯი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებით. ასევე ე.წ. „სიმულატორებით“, რაც სტუდენტს 95%-ის სიზუსტით აახლოვებს სამუშაოს რეალურ გარემოსთან.
  • ინტენსიურად მიმდინარეობს უცხოელების მიერ პედაგოგთა გადამზადება და უახლესი ტექნოლოგიების გაცნობა.
  • „სპექტრის“ სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან ლიდერ კომპანიებში.
  • საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან და ქ. თბილისის მერიასთან ერთად ხორციელდება ერთობლივი პროექტები. რის შესახებაც საზოგადოება უკვე ინფორმირებულია.

 

კოლეჯი „სპექტრი“ - წყლისა და მიწისქვეშა კომუნიკაციის უახლესი ტექნოლოგიები

კოლეჯი „სპექტრი“ - წყლისა და მიწისქვეშა კომუნიკაციის უახლესი ტექნოლოგიები

მძიმე ტექნიკის ე.წ. „სიმულატორები“

 

გიორგი ღონღაძე - ეიეს თელასი

მე აუცილებლად გავხდები მაღალი ძაბვის ელექტრიკოსი

გიორგი ღონღაძე საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ კურსდამთავრებულია. იგი მაღალი კვალიფიკაციის ელექტრიკოსია და აჟამად „ეიეს თელასში“ მაღალ ანაზღაურებად თანამდებობაზე იმუშავებს. თუმცა კოლეჯ „სპექტრში“ მოსვლამდე მას უმაღესი განათლება უკვე ჰქონდა.

გიორგი ღონღაძე: მე 2009 წელს დავამთავრე ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საბაჟო სამართლის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბევრი ვეცადე, მაგრამ მუშაობა ვერსად დავიწყე. ამიტომ უნდა მიმეღო პრაგმატული გადაწყვეტილება. ვიფიქრე და მეგობრებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე მესწავლა საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ - ელექტრო მექანიკოსის ფაკულტეტზე.

კოლეჯში საკმაოდ კარგად შემასწავლეს ე.წ. რევერსული ძრავების მექანიკის მუშაობა. ძრავის დახვევა და აწყობა, გარე და შიდა გაყვანილობა.

ამჟამად ვმუშაობ „ეიეს თელასში“ სახაზო - სამშენებლო ჯგუფის ელექტრო მონტიორად.

კოლეჯი „სპექტრის“ დიპლომი უპირველეს ყოვლისა ჩემი კვალიფიკაციის მაჩვენებელია. იგი მეხმარება კარიერულ წინსვლაში.

ჩემი მიზანი: მაღალი ძაბვის სადგურის ელექტრიკოსის კვალიფიკაციაა, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ.

 

ჯემალი ჯანიაშვილი - საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ პედაგოგი

ჯემალი ჯანიაშვილი - საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ „ელექტრიკოსის“ სასწავლო პრაქტიკის პედაგოგი, - 33 წლიანი გამოცდილებით.

სასწავლო კურსი 8 თვიანია, აქედან 6 თეორიულ სწავლებას, ხოლო 2 თვე საწარმოო პრაქტიკას ეთმობა. სტუდენტები კოლეჯში გამოიმუშავებენ ელექტრიკოსის მე-3-ე საფეხურის უნარ-ჩვევებს.

ლაბორატორია აღჭურვილია „შნაიდერის“ ფირმის ელექტრო სისტემების პროგრამული მართვის ტექნიკით. აქვე წარმოდგენილი გვაქვს ულტრა თანამედროვე ელექტრო ქსელების დაცვის ლაბორატორია, როგორიც „სპექტრს“ გააჩნია - იშვიათია საქართველოში.

 

 

 

 

 

JoomShaper