ჩემი ხმა საზოგადოებაში!

ჩემი ხმა საზოგადოებაში!21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ გაიმართა შეხვედრა, სადაც წარდგინება გააკეთეს კოლეჯის დირექტორმა, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებმა, ასისტენტმა და სტუდენტთა სერვისს კოორდინატორმა.

მომხსენებლებმა ისაუბრეს საკუთარი გამოცდილების შესახებ, რა გამოწვევების წინაშე დგანან დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები და რა სახის ბარიერები ექმნებათ სახელმწიფოსგან, ასევე ისაუბრეს კოლეჯში ინკლუზიური განათლებისა და საგაზაფხულო რეგისტრაციისა და კოლეჯში სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყოსაჯარო ხატვა - ზებრა გადასასვლელზე კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა და სტუდენტებმა დახატეს დაუნის სინდრომის სიმბოლო იქს ქრომოსომის გამოსახულებით.

სახელწოდება „ჩემი ხმა საზოგადოებაში!“ წლევანდელი სლოგანია - დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს უფლება აქვთ, გამოთქვან აზრი და იქონიონ ზეგავლენა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს სრულ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში (My Voice, MyCommunity – Enabling people with Down syndrome to speak up, be heard and influence government policy and action, to be fully included in the community).

საინფორმაციო კამპანიის მიზანია საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრება.

სრულად იხილეთ: ალბომი

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper