ნიკა გილაური და დიმიტრი შაშკინი "სპექტრში"

ღია კარის დღესაქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პროფესიულ კოლეჯში ,,სპექტრი’’ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ვაუჩერული დაფინანსების პროექტის მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულ მსურველებს შეხვდა და მათთან ერთად დაათვალიერა უახლესი სიმულატორებით აღჭურვილი კლას-კაბინეტები, შემდუღებლების, მეფილეებისა და ელექტრიკოსების რეაბილიტირებული სახელოსნოები.

პროფესიულ სტუდენტთა ახალ 150 კაციან ნაკადს ,,სპექტრი’’ უახლოეს მომავალში, ვაუჩერული დაფინანსების მეორე ეტაპზე მიიღებს.

ნიკა გილაური ვაუჩერული დაფინანსების პროექტის პირველ ეტაპზე კოლეჯ ,,სპექტრში’’ ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც გაესაუბრა. 7 მაისს კოლეჯში 1000 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსებული 250 სოციალურად დაუცველი სტუდენტი უკვე შეუდგა სწავლას.

ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით უკვე დაფინანსებულია 2500 სტუდენტი, მათ შორის 1700 სოციალურად დაუცველი.პროფესიული განათლების დაფინანსების მეორე ეტაპზე სამინისტრო 1000 ლარიანი ვაუჩერით 1500 მსურველს დააფინანსებს. მესამე ეტაპზე, რომელიც შემოდგომაზე გამოცხადდება, ვაუჩერს კიდევ 2500 მსურველი მიიღებს.

პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი სისტემა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2012 წლიდან მოქმედებს და ამ პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარია გამოყოფილი. 1000 ლარიანი ვაუჩერით სახელმწიფო შემდეგი კატეგორიის მსურველებს აფინანასებს:

 

  • სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000.
  • პირები, რომლებმაც 2011-2012 სასწავლო წელს დაძლიეს საბაზო განათლების საფეხური (9კლასი) და სწავლა არ განაგრძეს შემდგომ საფეხურზე;
  • პირები, რომლებმაც 2011-2012 სასწავლო წელს დაძლიეს ზოგადი განათლების საფეხური და არ დარეგისტრირდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
  • ყველა დანარჩენი მსურველი, რომელიც გაივლის ტესტირებას ზოგად უნარებში და გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
  • მსურველი თანადაფინანსებით შემოდის სასწავლებელში. (70% - სახელმწიფო, 30% - მსურველი)

 

სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი სისტება საშუალებას აძლევს ყველა მსურველს დაეუფლოს სასურველ პროფესიას, ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს. შრომის ბაზარზე პროფესიული კადრების დიდი მოთხოვნაა, პროფესიული კოლეჯების კუსდამთავრებულების 75%-ი საქმდება მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე.

ნიკა გილაური და დიმიტრი შაშკინი

ნიკა გილაური და დიმიტრი შაშკინი

JoomShaper