დასაქმების ფორუმი

დასაქმების ფორუმიკომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საქართველოს ტექნოლოგიურ პარკთან ერთად, ტალანტების მოზიდვის მიზნით, ახალ პროექტს იწყებს.

 

პროექტის მიზანია განვითარებაზე ორიენტირებული, ინოვაციური იდეების მქონე ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტებისა და მაგისტრანტების შერჩევა.

აღნიშნული ღონისძიება ტექნოპარკში ჩატარდება, რომელიც შემდეგ ეტაპებს მოიცავს:  

  • 01/07/2016 - დასაქმების ფორუმი
  • 02/07/2016 - კრეათონი
  • 04/07/2016 - საზეიმო დახურვა და დაჯილდოვების ცერემონიალი

კრეათონის პროცესში შექმნილ საუკეთესო პროექტებს საგანგებოდ მოწვეული ჟიური გამოავლენს, რომლის წევრებიც, როგორც GWP-ის მენეჯმენტი, ასევე მოწვეული სტუმრები და დარგის სპეციალისტები იქნებიან.

დასაქმების ფორუმის და კრეათონის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პროექტების ავტორები კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“   სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების განრიგი

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია შეავსონ სააპლიკაციო ფორმა

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  მუდმივად განახორციელებს მსგავსი ტიპის პროექტებს და საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ მუდამ მზად არის ჩაერთოს ასეთ ღონისძიებებში, რითაც ხელს შეუწყობს ტექნიკური სფეროს სპეციალისტების განვითარებას.

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper