თბილისობა 2014!

თბილისობა 2014!„თბილისობის ღონისძიებაში 25 ოქტომბერს, მონაწილეობას საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ მიიღებს და გაიმართება კოლეჯში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა.  კოლეჯის წარმომადგენლები მსურველებს მიაწვდიან მათთვის საინტერესო ინფორმაციებს.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ 25 ოქტომბერს იქნება ისეთი ღონისძიებები, სადაც ახალგაზრდობის ინტერესი იქნება უფრო მეტი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ღონისძიებები ყველა ასაკისა და კატეგორიის ადამიანისთვის იქნება".

მისივე განცხადებით, თბილისის „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა 25, 26 და 27 ოქტომბრის 01:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

„თბილისობა“  ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაულია, რომელიც  ქ. თბილისში ღვინობისთვის უკანასკნელ შაბათ-კვირას აღინიშნება.

პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა, 1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა 1995 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. 

ყოველ წელს ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. ღონისძიებების ეპიცენტრია ძველი თბილისი — დედაქალაქის ისტორიული ნაწილი. ამავე დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper