დღეიდან პროფესიული განათლების დაფინანსების II ეტაპი დაიწყო

ნანახია: 3453 -ჯერ

sample imageსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მსურველთათვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპს იწყებს. ამჯერად, 1500 მსურველი შეძლებს სასურველ პროფესიას დაეუფლოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების მსურველს 1000 ლარიანი ვაუჩერი თავად გადასცა.

1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპზე სამინისტრო მსურველს დააფინანსებს ყველა. მათ შორის: სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულებს და იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული განათლების დაუფლება გადაწყვიტეს. მესამე ეტაპზე, რომელიც შემოდგომაზე გამოცხადდება, ვაუჩერს კიდევ 2500 მსურველი მიიღებს. ამჟამად კი, უკვე დაფინანსებულია 2500, მათ შორის 1700 სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რომლებიც პროფესიას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სხვადასხვა კოლეჯებში ეუფლებიან.

პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროექტი 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედდა. სამინისტრო პროფესიული განათლების რეფორმებს რამდენიმე მიმართულებით ახორიცელებს. ხელს უწყობს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება-რეაბილიტაციას, ასევე დიდ ყურადღებას აქცევს პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ მომზადებული კადრების კვალიფიკაციას.

სახელმწიფო ყველა მსურველს აძლევს საშუალებას ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და თავისსავე რეგიონში დასაქმდეს.

სწორედ სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია.

სახელმწიფოს ამოცანაა პროფესიული განათლების ისეთი სისტემა ჩამოაყალიბოს, რომელიც ერთის მხრივ თავსებადი იქნება საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან, მეორეს მხრივ, სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს.

ვაუჩერების გაცემა თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში ერთდროულად დაიწყება.

sample image

sample image