პროფესიული განათლება წარმატებისთვის

კოლეჯი "სპექტრი" ა.წ. 6 მარტს ,17 :00 საათზე სამგორის რაიონის გამგეობის ღონისძიებათა დარბაზში საზოგადოებასთან საინფორმაციო ტიპის შეხვედრას გამართავს.

დასწრება თავისუფალია.
დიალოგის_თემა:

  • პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა,პერსპექტივა და საკანონმდებლო ცვლილებები.
  • შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები
  • დასაქმება
  • ქალების ჩართულობა პროფესიულ განათლებაში.

ღონისძიება პროექტის "პროფესიული განათლება წარმატებისთვის" ფარგლებში გაიმართება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერებისა და ცნობადობის გაზრდას .

2018 წელს კოლეჯი "სპექტრის" ორგანიზებით 70-მდე საინფორმაციო ხასიათის რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

JoomShaper