ინკლუზიური განათლება

ნანახია: 17251 -ჯერ

 

ინკლუზიური პროფესიული განათლება

2013 წლიდან საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ ჩართულია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივ პროექტში „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“.

ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და ასისტენტი ეხმარებიან სტუდენტებს შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე მასალის და გარემოს ადაპტირებაში, ესწრებიან შუალედურ და დასკვნით გამოცდებს და პერიოდულად მიყვებიან სტუდენტებს პრაქტიკის ობიექტებზე, ჩართულები არიან სტუდენტის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდაში და სტუდენტთან ერთად განიხილავენ პროფესიულ თუ პიროვნულ წინსვლასა და მიღწეულ მიზნებს.

კოლეჯში შექმნილია ადაპტირებული გარემო ყველა სსსმ/შშმ სტუდენტისთვის. ყოველდღიურად ხორციელდება სტუდენტის შესახებ ინფრომაციის შეგროვება, სტუდენტის სასწავლო აქტივობებზე უშუალო დაკვირვება და მათი აქტიური ჩართვა, გამოცდების მოდიფიცირება მათი შესასძლებლობების მიხედვით, კომუნიკაციის, უნარ-ჩვევებისა და თვითშეფასების ასამაღლებლად მუშაობა.

სასწავლო და სამუშაო პროცესში მიღწეული შედეგები/წარმატებები:

კოლეჯში გაიზარდა მოთხოვნა სსსმ/შშმ პირების მიერ სწავლაზე, 2013-2015 წლებში ჩაირიცხა 28 სსსმ/შშმ სტუდენტი, ამჟამად საზოგადოებრივ კოლეჯში "სპექტრი" პროფესიულ განათლებას ეუფლება 7 სტუდენტი. კოლეჯის ერთერთი წარმატებული სტუდენტი, დასაქმდა საზოგადოებრივ კოლეჯში "სპექტრი" სტუდენტთა სერვისის კოორდინატორის პოზიციაზე, რომელიც წარმატებულად და გულდასმით უძღვება მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს