ბიზნეს კონფერენცია თემაზე: "პროფესიული განათლებით გაძლიერებული ეკონომიკა"

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრი“ პროექტის საერთაშორისო პარტნიორთან „Pearson Education Limited” თანამშრომლობით 2017 წლის 16 მაისს ბიზნეს კონფერენცია გამართა თემაზე „პროფესიული განათლებით გაძლიერებული ეკონომიკა“.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში მიმდინარე „ელექტრიკოსის“, „შემდუღებლის“, „კონდიცირების სისტემის სპეციალისტისა“ და „წყალანირების სისტემის სპეციალისტის“ მიმართულებით მიმდინარე და ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვის პროცესის შესახებ ინფორმაციის მოწოდება წარმოდგენილი ბიზნეს სექტორისთვის, მათი ჩართულობის შესაძლებლობების განხილვა და კოლეჯის გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის ბოლოს გაფორმდა მემორანდუმი სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ შორის, რომელის ფარგლებში კოლეჯის პროფესიული სტუდენტები შეძლებენ საწარმოში პრაქტიკის გავლას და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს, ბიზნეს სექტორისა და პროექტის საერთაშორისო პარტნიორის „Pearson” წარმომადგენლები.

 

JoomShaper